3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

757
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ვერძი – ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. ადვილად გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს. ზოგიერთი ახალი პროექტების განხორციელებასაც კი დაიწყებს. დაეხმარეთ ახლობლებს.

კურო – ახალგაცნობილების მიმართ კრიტიკული ნუ იქნებით. შთაბეჭდილებები ახლობლებს გაუზიარეთ; ახალი იდეები – კოლეგებს და საქმიან პარტნიორებს.

ტყუპი – ოცნებები, რომლებიც მივიწყებული გქონდათ, შეიძლება რეალობად აქციოთ. მეტი პოზიტიური ემოციით დაიმუხტეთ. თუ ახალი ურთიერთობის დაწყება გსურთ ახალი ტაქტიკა უნდა შეიმუშაოთ.

კირჩხიბი – გაუფრთხილდით რეპუტაციას. ის შელახული არ გაქვთ. უბრალოდ, ცუდ ხასიათზეც რომ იყოთ, მიწვევაზე უარი არ თქვათ, ელეგანტურად გამოეწყვეთ და კარგი განწყობით ეკონტაქტეთ გარშემო მყოფებს.

ლომი – საქმიანი ურთიერთობა შეიძლება მეგობართან დაიწყოთ ან რომანტიკულში გადაიზარდოს. სწრაფად აითვისებთ საჭირო ცოდნას.

ქალწული – დააკვირდით დეტალებს. მოაწესრიგეთ საქმეები, თქვენი ტერიტორია. სასურველია, ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.

სასწორი – სასიამოვნო და პოზიტიური დღე გელით. ახლობლების

მხარდაჭერით ახალი საქმეების დაწყება-მოგვარებას შეძლებთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს.

მორიელი – საქმეები კარგად მიგდით, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ეს თქვენ გსურთ. მეტად დაისვენეთ, სასიამოვნოზე იფიქრეთ. ყველაფერი თავის დროზე შესრულდება.

მშვილდოსანი – ნუ ხართ ზედმეტად კრიტიკული საკუთარი თავის იმართ. კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ახლობლებთან, წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის ბოდიშის მოსახდელად.

თხის რქა – ჩამოწერეთ სამომავლო საქმეები გეგმა. ყველა დეტალი კარგად გააზრებულ-გათვლილი უნდა გქონდეთ. გაერკვიეთ საკუთარ გრაფიკშიც, გამონახეთ დრო დასვენებისთვისაც.

მერწყული – საკუთარი სურვილების ხმამაღლა გამოთქმის ნუ მოგერიდებათ. თანამოაზრეებს ახალი იდეების (ყველაზე გიჟურისაც კი) განხორციელება შესთავაზეთ.

თევზები – თავგადასავლებით აღსავსე დღე გელით. იყავით დაკვირვებული სიახლეებისდამი და იმ ადამიანებისადმი, რომლებიც დღეს გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE