4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

791
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ვერძი – საკუთარ თავსაც მიეცით თავისუფალად ცხოვრების საშუალება და გარშემო მყოფებსაც. მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, ბუნებაში.

კურო – დროა, ბავშვებთან ერთად გაატაროთ დრო. მათთან ერთად ითამაშეთ და დაიხმარეთ საოჯახო საქმეებში. მოზომილად ხარჯეთ ფული.

ტყუპი – გულში დარდი და წყენა არ ჩაიდოთ. მიშორეთ ნეგატივი, რომელიც ცხოვრებით ტკბობაში გიშლით ხელს. ესტუმრეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს.

კირჩხიბი – თავგადასავლებითა და მხიარულებით აღსავსე დღე გელით. დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და საჭირო ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ.

ლომი – საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღეა. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით და გაესაუბრებით, მით აიმაღლებთ გარშემო მყოფებში ავტორიტეტს.

ქალწული – საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ; შეიძლება ისეთი ადამიანები გაიცნოთ, ვინც პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა ახალი იდეების ჩამოწერეთ.

სასწორი – მხიარული და ხალისიანი ხართ და ეცადეთ, არაფერმა გაგიფუჭოთ განწყობა. საინტერესო საქმიანობაში

ჩართვას შემოგთავაზებენ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

მორიელი – შედეგს მოგიტანთ ის საქმე, რომელზეც ბოლო თვეები მუშაობდით. მეტი დრო დაუთმეთ გართობას, საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული საღამო მოიწყვეთ.

მშვილდოსანი – მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. კარგი დღეა განმარტოებისა და მშვიდ გარემოში დასასვენებლად. თუ რამის შეცვლა გსურთ, დაფიქრდით.

თხის რქა – ენერგიული ხართ და თუ მოისურვებთ, მარტივად შეძლებთ გარშემო მყოფების გახალისებას. თუმცა, ვერც ეგოისტობაში დაგადანაშაულებთ ვინმე, თუ საკუთარ თავს დააყენებთ სხვებზე წინ.

მერწყული – დამშვიდდით, ამოისუნთქეთ და დაისვენეთ. არ დაიტვირთოთ თავი მნიშვნელოვანი საქმეებით. უმჯობესია, მეგობრებს ესტუმროთ და დღე მხიარულად გაატაროთ.

თევზები – სანამ ყველაფერს კარგად არ აწონ-დაწონით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა საქმე ბავშვებს ეხება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE