ლარმა დაიწყო გამყარება და ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება – მამუკა ბახტაძე

75
წაკითხვა
IMG.GE

“ჩვენი პროგნოზები და ფინანსური ინსტიტუტების ანალიზი, რომ სამწუხაროდ, საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან, სამწუხაროდ, გამართლდა, ვინაიდან ანალიზმა აჩვენა, რომ ეკონომიკაშიმიმდინარე პროცესები ჯანსაღია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ჟურნალისტებს ბეშუმში, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ლარმა გამყარება დაიწყო და ეროვნულ  პარამეტრების შენარჩუნებისთვის ყველა ინსტრუმენტი გააჩნია.

“ლარმა დაიწყო გამყარება ბოლო ორი დღეა და ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პარამეტრები”, – განაცხადა პრემიერმა.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში