„ქართული ოცნების“ მხრიდან სერიოზული შეცდომაა, რომ აჰყვა სააკაშვილის თამაშს – დავით უსუფაშვილი

15
წაკითხვა
IMG.GE

“შენების მოძრაობის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში ისაუბრა.  მისი თქმით, ხელისუფლება აჰყვა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ თამაშს, თითქოს პრეზიდენტის ცვლილებით იცვლება ხელისუფლება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ეს არის ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა.

“მე მინდა შევახსენო „ქართულ ოცნებას“, მის ლიდერებს, მათ მხარდამჭერებს, რომ „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ორი წლის ვადითაა ხელისუფლებაში, რომ მას აქვს ქართველი ხალხის ეს მანდატი და „ქართული ოცნების“ მხრიდან სერიოზული შეცდომაა, რომ აყვა სააკაშვილის თამაშს და ამ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს ხელისუფლების კარტის გათამაშებას და მოსახლეობას უგზავნის იმ მესიჯს, რომ ამ არჩევნებში თუ ხელისუფლების კანდიდატი დამარცხდა, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა მოდის.

მე ვთვლი რომ არასწორია ვაშაძის გაპრეზიდენტება, მაგრამ ასევე ვთვლი, რომ არასწორია, თუ ხელისუფლება ყველა გზით და მეთოდით შეეცდება სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და ნაციონალურ მოძრაობას ხელში ჩაუგდებს არჩევნების საეჭვოობის თუ გაყალბების მტკიცებულებებს. რადგან დარწმუნებული ვარ, სააკაშვილისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია.

ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ყველაზე დიდი პრობლემა იქნება ის, თუ ვაშაძე მთელ ქართულ ხელისუფლებას დაამარცხებს ამ არჩევნებში.
აი სწორედ ამიტომ არის არასწორი ხელისუფლების შესვლა საპრეზიდენტო არჩევნები სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, რაც ბოლო დღეებში კიდევ უფრო წარმოჩინდა.  რადგან ერთია მხარდაჭერა და მეორე თავად შესვლა ბრძოლაში და სასწორზე ყველაფრის დადება…

არჩევნებს შეშინებული და დაზაფრული ხალხი ვერ იგებს. არჩევნებში წარმატების მეტი შანსი ენერგიულ და ენთუზიაზმით სავსე ხალხს აქვს.
პრობლემა ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებს, მის შედეგს დაუკავშრა თავისი ყოფნა-არყოფნა ხელისუფლებაში. ამ ვაბანკზე წასვლაა არასწორი, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება და ამ გზავნილით, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების მობილიზება უფრო ხდება, რომლებმაც თავის მხრივ დაიჯერეს, რომ ერთი ხელის გაწვდენაზეა ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

არჩევნებზე ყველანი აუცილებლად უნდა წავიდეთ! ოღონდ არჩევანი არის სამი: სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, არცერთი მათგანი.  პირადად მე, დღევანდელი მდგომარეობით, მე არცერთი მათგანი არ მაძლევს ხმის მიცემის საშუალებას.

და მე მორალური უფლებაც და ვალდებულებაც მაქვს ვისაუბრო როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდა. იმიტომ რომ, 2014 წლიდან 2016 წლამდე კოალიციის შიგნით ვსაუბრობდი, რომ საქმე მიდიოდა ცუდად და „ქართული ოცნება“, თავისი შეცდომებით, „ნაცმოძრაობის“ აღორძინებით იყო დაკავებული. 2016 წლიდან დღემდე კი საჯაროდ ვამბობ ამას.

 როგორც საბჭოთა დიპლომატიის წარმომადგენელი, სააკაშვილის თანაშემწე არ იმსახურებს ქვეყნის პრეზიდენტობას, ისე ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი, რომელიც მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა იბადებოდა, ეცემოდა, დგებოდა, ( 1990 წლიდან 2003 წლამდე) საფრანგეთის სამსახურში იყო და მხოლოდ 2003 წელს მოევლინა საქართველოს, ისიც როგორც საფრანგეთის ელჩი საქართველოში…“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში