ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი როლი, ვისაც ნამდვილად შესტკივა გული ქვეყნის და საკუთარი შვილების მომავალზე – გუგული მაღრაძე

181
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გუგული მაღრაძე – პარლამენტის წევრი (ქართული ოცნება)


“რუსეთის სტრატეგიის მიზანი პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის ევროატლანტიკური მიმართულებით მიმავალი მეზობლების ქმედუუნარო სახელმწიფოებად გადაქცევა მათი სახელმწიფოებრიობის საფუძვლების მორყევის გზით.

ჰიბრიდული ომის დროს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს კრემლის მხრიდან საქართველოს მიმართ, საკმარისია საინფორმაციო, პოლიტიკური, ეკონომიკური, და სხვა არასამხედრო ზომების გატარება მოსახლეობის პოტენციურად საპროტესტო სეგმენტთან კოორდინაციაში.

მთავარია ქაოსის შექმნა, რაც მოწინააღმდეგეს ქმედუუნარო სახელმწიფოდ აქცევს. ეს სტრატეგია მთლიანად ეხმიანება იმას, რაც ჩვენთან ხდება დღეს. ყველამ, ვისაც ნამდვილად შესტკივა გული ქვეყნის და საკუთარი შვილების მომავალზე კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი როლი ამ პროცესში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...