ხელისუფლებას ცეცხლივით ეშინია ოპოზიციის გაერთიანების – მამუკა გამყრელიძე

65
წაკითხვა
IMG.GE

მამუკა გამყრელიძე


ხელისუფლებას ცეცხლივით ეშინია ოპოზიციის გაერთიანების, ამიტომ ეძებს ყველა გზას, რომ ხელი შეუშალოს ნებისმიერ გაერთიანებას. პროპორციული სისტემა “ბუნებრივი ბარიერით” სწორედ გაერთიანებას უშლის ხელს. ავხსნი.

1. უკიდურესად დაბალი, 0,67%-იანი ბარიერი ნიშნავს 12-14 ათას ხმას. ამდენი ხმის მოპოვება კი შესაბამისი მუშაობით, შეუძლია პატარა პარტიების უმრავლესობას. თუნდაც ერთ, რომელიმე რეგიონში მუშაობით და არა მთელ საქართველოში. ცხადია, ასეთი პარტიები აღარ იფიქრებენ გაერთიანებაზე;

2. სახელმწიფო დაფინანსება. ბარიერის (0,67%) გადალახვის შემთხვევაში პარტია წელიწადში მინიმუმ 250 000 ლარს მიიღებს ბიუჯეტიდან. რამდენადაც ვიცი, მუშავდება ვარიანტი, რომ ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაშიც, 0,5%-ზე, პარტიებმა მიიღონ დაფინანსება.
ცხადია, ეს პარტიებს უკარგავს გაერთიანების სურვილს, რადგან გაერთიანებაში მოუწევთ ამ ფულის გადანაწილება საერთო საქმეში;

3. ბლოკების აკრძალვა. მთავარი ბარიერი ! ამ შემთხვევაში პარტიებს, რომლებიც გაერთიანებას მოისურვებენ დასჭირდებად გაერთიანების ფორმის პოვნა. ანუ, ერთ რომელიმე პარტიაში გაერთიანება და მისი სახელით გასვლა ან გაერთიანების ცალკე სუბიექტად ჩამოყალიბება და ამ სახელით გასვლა და ა.შ. და ა.შ. აქ უამრავი ძალიან რთული დეტალი იჩენს თავს, რომლებიც ხელს შეუშლიან ამბიციურ ქართველ პოლიტიკოსებს გაერთიანებაში.

და მაინც, იმედს ვიტოვებ, რომ “გაერთიანებულ ოპოზიციაში” შემავალი ყველა (!) სუბიექტი გამოიჩენს სიბრძნეს და დარჩება გაერთიანებაში კონსესუსის საფუძველზე.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში