ისნის რაიონში, სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩას აგვისტოს ომის გმირის სახელი მიენიჭა

49
წაკითხვა
IMG.GE

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩა და მასთან არსებული სამი შესახვევი, რომლებსაც 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭა, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, საქართველოს თავდაცვის ძალების, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და უშანგი (შმაგი) სოფრომაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ქუჩას, რუსეთ-საქართველოს ომის გმირის სახელი თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიანიჭა.

უმცროსი სერჟანტი უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 1983 წლის 5 ივნისს სოფელ ძევრში დაიბადა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უმცროსი სერჟანტი სოფრომაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა.

დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას იგი ტყვედ ჩავარდა. უმცროს სერჟანტ უშანგი (შმაგი) სოფრომაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ. სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის შემდეგ კი დახვრიტეს.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში