100 დან 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკავშირდება ტელევიზიას – ინგა გრიგოლია

242
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

1 პროცენტით რომ არ მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი არ უკავშირდება ტვ პირველს, მე აქ არ ვიქნებოდი “– ასე უპასუხა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ არხის დამფუძნებელ ვახტანგ წერეთლის გამოკითხვაზე დაბარების საქმეს და თქვა, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა, “რუსთავი2″ის შემდეგ , TV პირველზე მოიპოვოს გავლენა.

“100 დან 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკავშირდება ტელევიზიას და რატომ? – ადამიანებს ბრალი ისე წარუდგინეს და გირაო შეუფარდეს ისე, რომ კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც წესით საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, ამ შემთხვევაში ვატო წერეთელი, არ გამოუკითხავთ, ეს ხომ თავისთავად უცნაური მოვლენაა, თან ვსაუბრობთ 11 წლის წინანდელ საქმეზე, რასაც არ ჰყავს არც დაზარალებული და არც მომჩივანი. 

ქვეყანაში, სადაც უამრავი გამოუძიებელი საქმეა, მაგალითად ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, რომლის გამოძიების ამბავი ბოლომდე არ ვიცით, ასევე, თემირლან მაჩალიკაშვილის ამბავი, პირადი ცხოვრების კადრების საქმე და გამოძიება უეცრად ინტერესდება 11 წლის წინანდელი საქმით,. ნორმალურ და სამართლებრივ სახელმწიფოში ვატო წერეთელი უნდა დაკითხულიყო.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო “რუსთავი2″ და არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ არხის ჟურნალისტებს დიდი ხანი ამუშავებენ, სახელებით და გვარებით შემიძლია ჩამოგითვალოთ, ვისით ჩაგანაცვლებენ, იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი ვიცით. იფიქრეს, რომ ბარემ აგვისტოა და ტვ პირველიც მივაყოლოთ” – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE