9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

716
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ვერძი – ყველა საქმე დღეს დაასრულეთ, ხვალ კი დაისვენეთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მოშურნეების მოსაზრებებს.

კურო – ყველაფრის მიტოვება და მოგზაურობა გსურთ. იმედია, გამგზავრებამდე საყვარელ ადამიანს შეურიგდებით, დრო სასიამოვნოდ რომ გაატაროთ.

ტყუპი – ეცადეთ, საქმეებზე შეხვედრებზე არ დააგვიანოთ. დღეს მუშაობა და დასვენება ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

კირჩხიბი – მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს; ნუ გადაიღლებით, მინიმუმამდე შეამცირეთ საქმიანი შეხვედრები და საუბრები.

ლომი – საინტერესო ნაცნობობა გელით. ახალგაცნობილთან შეიძლება ან რომანტიკული ურთიერთობა გააგრძელოთ, ან შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ.

ქალწული – კარგი დღეა ახლის გასაგებად, ცოდნის მისაღებად. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

სასწორი – მარტოხელები კარგი განწყობითა და ღიმილით საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას მიიპყრობთ. შეყვარებულება საღამო საყვარელ ადამიანთან რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მორიელი – თავგადასავლებისა დღეა. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით თუ საქმე დაოჯახებას ეხება.

მშვილდოსანი – ყურადღება მიაქციეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. საღამო გაატარეთ სახლში, მეუღლესთან ერთად მოაწესრიგეთ ბინა, საკუთარი ოთახი.

თხის რქა – ემოციურად და ფსიქოლოგიურად დაძაბული დღე გელით, გადაწყვეტილებები საქმიან პარტნიორებთან შეათანხმეთ. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მერწყული – სიყვარულისა და სიხარულის დღეა. საყვარელ ადამიანს საკუთარ გრძნობებს ნუ დაუმალავთ. გაანებივრეთ გემრიელობით, მზრუნველობით.

თევზები – საოჯახო საყიდლებისთვის კარგი დღეა. მოაწესრიგეთ ბინა, აგარაკი, ავტოფარეხი. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...