10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

644
წაკითხვა

ვერძი – დღეს ყველგან ლიდერი, პირველი და სანიმუშო უნდა იყოთ. თქვენი გამარჯვებით დასრულდება დიდხნიანი კონკურენცია ოპონენტთან. პირად ურთიერთობაში ყველაფერს დაარქვით თავისი სახელი.

კურო – გაგაოცებთ საყვარელი ადამიანი, ძველი მეგობრები, რომლებსაც დიდი ხანია იცნობთ. ზოგიერთი ცვლილებაზე დაფიქრდება. რადიკალურს ნურაფერს მოიმოქმედებთ.

ტყუპი – თავადაც გაგიკვირდებათ, მაგრამ დღეს შინ დარჩენა და ოჯახური სიმყუდროვე მოგინდებათ. თუმცა, მეგობრებთან ერთად მომავალი მოგზაურობის დაგეგმვაზე უარს ნუ იტყვით.

კირჩხიბი – საინტერესო ინფორმაციებს მიიღებთ და დილიდანვე შეუდგებით მოქმედებას. იყავით პოზიტიური და მოერიდეთ ნეგატიური ემოციების გამოვლენას.

ლომი – ეცადეთ, წვრილმანმა საქმეებმა არ მოგაცდინოთ მთავარს. გაერკვიეთ საქმიან პარტნიორებში, ნუ მოგერიდებათ და პირდაპირ ჰკითხეთ რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მათ თქვენთვის. შეიძლება ძველი მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ.

ქალწული – ენერგეტიკული ღრუბელივით ხათ, ყველას განწყობას ისრუტავთ. ამიტომ, ისე იმოქმედეთ, რომ საკუთარი თავი არ დაზიანოთ. ყველას მიეცით რჩევეა, მითითება როგორ მოიქცნენ, მაგრამ საქმეებს მათ ნაცვლად ნუ გააკეთებთ.

სასწორი – საოჯახო ვალდებულებებისა და სამსახურის საქმეების მოგვარების დღეა. ახლობლებს ყურადღების გარეშე ნუ დატოვებთ. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს მგზავრობისას.

მორიელი – დღევანდელი შეხვედრების/საქმეების გამო გაღიზიანებული ხართ. ეცადეთ, მოთოკოთ ემოციები. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ფიტნეს-კლუბში ჩასწერად, რომანტიკული ურთიერთობის გასერიოზულებისთვის.

მშვილდოსანი – დღეს გაარკვევთ რაში ხართ ძლიერი და რაში დაგჭირდებათ დამატებით ცოდნის/გამოცდილების მიღება. ნათესავებსა და საოჯახო ვალდებულებებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. იყავით ზომიერი ყველაფერში.

თხის რქა
 – “ვინც მოითმენს ის მოიგებს” – ეს თქვენზეა ნათქვამი და დღეს ნამდვილად მოიგებთ. შეიძლება წარსულში შესრულებული საქმეების გამო ჯილდო მიიღოთ ან საუკეთესო შედეგი მოლაპარაკებებისა და საქმეების წარმოებისგან.

მერწყული – თამამი და მიზანმიმართული ხართ. არ გაგიჭირდებათ სასურველის მიღწევა. გარშემო მყოფებს ავანგარდიზმით (ჩაცმულობა, აზროვნება) გააკვირვებთ. საღამო საინტერესოდ გაატარეთ: მუზეუმს ეწვიეთ, ეგზოტიკური კერძი დააგემოვნეთ, საინტერესო ფილმს უყურეთ.

თევზები – სანამ ადამიანს კარგად არ გაიცნობთ, საკუთარ გეგმებს ნუ გაუმხელთ და ნურც საქმეებში ჩაახედებთ. კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, პროდუქტების ყიდვისთვის. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში