ვთქვი, რომ სააკაშვილზე კომენტარს არასდროს გავაკეთებდი, მაგრამ მისმა ბოლო ინტერვიუმ ყოველგვარი ზღვარი გადალახა

992
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სალომე ზურაბიშვილი  – საქართველოს პრეზიდენტი


მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, აღვნიშნე, რომ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის მოსაზრებებზე კომენტარს არასდროს გავაკეთებდი, მაშინაც კი, როდესაც ეს მოსაზრებები პერსონალურად შეურაცხმყოფელი გახლდათ.

თუმცა, მისმა სულ ბოლო ინტერვიუმ 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან მისი ურთიერთობების თაობაზე, ყოველგვარი ზღვარი გადალახა და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე მოახდინა ზეგავლენა.

მე ერთმნიშვნელოვნად ვგმობ გამოთქმულ შეხედულებებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას და ჩვენს პარტნიორებსა და ლიდერებს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს გვერდში დგანან შეურაცხყოფას აყენებს. ყოფილი პრეზიდენტისგან მსგავსი სახის ტყუილები და ფაქტების დამახინჯება უპასუხისმგებლო და მიუღებელ ქმედებას წარმოადგენს. ეს არის აშკარა მცდელობა საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობა დააზიანოს, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზე, ევროკავშირისა და ატლანტიკური ალიანსის მიმართ მიმავალ გზაზე.

ქართველი ხალხის სახელით, კვლავ გამოვხატავ ჩემი ქვეყნის უდიდეს მადლიერებას იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ იქნა გამოხატული 2008 წლის ომის დაწყებამდე, მისი მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიბრძოლებ ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიმართ, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს აზიანებს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...