ფეხებშუა ამოიდო ჩანთა და დაიწყო პირჯვრის გადაწერა, ამ დროს ავტობუსმა შემოუხვია და პირდაპირ ჩემს კალთაში მოადინა ზღართანი

375
წაკითხვა
IMG.GE

მეგი გოცირიძე


“მანქანა მყავს გაფუჭებული და ბაზრიდან ყვითელი ავტობუსით მოვემგზავრები , ადგილი გათავისუფლდა და სასწრაფოდ დავბრძანდი, უმალ თავზე წამომადგა ჩემი ხნის ქალბატონი , რომელმაც ერთი ხელით ზემოთ დაიმაგრა თავი და მეორე ხელში პროდუქტებით დატვირთული ჩანთა უკავია, უცებ გამოჩნდა ეკლესია და აწრიალდნენ “ღრმად” მორწმუნენი, რომლებსაც ეკლესიის დანახვაზე ახსენდებათ ღმერთი და ზოგმა ჩანთას გაუშვა ცალი ხელი, ზოგმაც სახელურს და ასე ქანაობა-ქანაობით დაიწყეს პირჯვრის გადაწერა, თავზე რომელიც მადგა, ფეხებშუა ამოიდო ჩანთა და დაიწყო პირჯვრის გადაწერა, ამ დროს ავტობუსმა შემოუხვია, თავი ვერ შეიკავა და პირდაპირ ჩემს კალთაში მოადინა ზღართანი, მის გვერდით მდგომიც გამწარებული იწერდა პირჯვარს, რომ ეკლესია თვალს არ მოფარებოდა , მოესწრო პირჯვრის გადაწერა და ამასობაში ის მოქანავე ჯეელიც თავზე დემეცა  ასე ტრავმირებული მოვედი სახლში და ვფიქრობ, ეს ხომ არ იყო ის მეტეორი, რომლის თხლეშასაც ვითხოვთ ხოლმე ღმერთისგან. ღმერთო, ეს რა ჭირი გვჭირს, გევედრები აღარაფერი გვესროლო, ყელამდე ვართ პატივისცემით”

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში