თუ ამ მახინჯი თამაშების, ამ გინება- ყოყლოჭინობის გაგრძელებას დავუშვებთ, არაფრის ღირსი არ ვყოფილვართ

269
წაკითხვა
IMG.GE

ირმა ინაშვილი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი (ფრაქცია “პატრიოტები”)


“ისინიც” და “ესენიც” ხალხს უბრალოდ დაცინიან, უმდაბლესი წარმოდგენა აქვთ ხალხზე, ხოლო ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ.

“ისინი” და “ესენი” ვითომ ებრძვიან ერთმანეთს, არადა-აცოცხლებენ ერთმანეთს, უერთმანეთოდ ვერ სულდგმულობენ, ამიტომ “ისინიც” და “ესენიც” ერთად გვყავს მოსაშორებელი.

თუ ამ მახინჯი თამაშების, ამ გინება- ყოყლოჭინობის, ამ თავხედობის, უწესობის, ცინიზმის, არასახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული კამპანიის გაგრძელებას დავუშვებთ, არაფრის ღირსი არ ვყოფილვართ.

ქვეყანას ტურები ჭამენ.  “ისინიც” და “ესენიც” ნამდვილი ტურები არიან.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში