ის რაც ყინწვისში მოხდა, პირველ რიგში სამღვდელოების გაუნათლებლობის ბრალია – თამარ ჩერგოლეიშვილი

180
წაკითხვა
IMG.GE

“ის რაც ყინწვისში მოხდა, პირველ რიგში სამღვდელოების გაუნათლებლობის ბრალია” –  ასე ეხმიანება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ყინწვისში მდებარე წმინდა ნიკოლოზის უძველეს ტაძარში ფილების დაგებას, რამაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერი შელახა.

“ნუ დაგვავიწყდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების მნიშვნელოვან ნაწილს არათუ სახარება, ტომ სოიერიც კი არ აქვს წაკითხული, გაგებაზე საუბარიც არაა. მათ არ იციან კულტურული მემკვიდრეობის ფასი, არ იციან სიძველის ფასი.

რომ იცოდნენ, საკმარისად ხარბები არიან იმისთვის, რომ პრიალა მეტლახი არ დაეგოთ! სასულიერო ელიტის უწიგნურობა, გაუნათლებლობა, უცოდინრობაა ამ საშინელი ბოროტების სათავე და მერე ყველაფერი სხვა.

ესაა სტალინის მემკვიდრეობა – ვისაც ცოდნა ჰქონდა დახვრიტა, სასულიერო ელიტა გაანადგურა! შესაბამისად, მემკვიდრეობაც არ დარჩენილა გადასაცემად.”- წერს ჩერგოლეიშვილი სოც.ქსელში.


ამავე თემაზე:

ვინ დააგო ფილები ყინწვისის უძველეს ეკლესიაში?

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში