გამოვარდა ქუმსიშვილის დედა და მორთო კივილი, ახლავე დაანგრიეთ შენობა და არაფერი არ გააკეთოთო – ადვოკატის მიმართვა კახა კალაძეს

315
წაკითხვა
IMG.GE

ადვოკატი თამუნა ქუთათელაძე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართავს. ღია წერილში იგი  ჰყვება, თუ როგორ ავიწროვებს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის დედა და მის კუთვნილ ფართში სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში უშლის ხელს. ადვოკატის თქმით, ქუმსიშვილის კავშირების „წყალობით“ მისი ოჯახი უსამართლობის მსხვერპლია და დახმარებას კახი კალაძეს სთხოვს.

“ყოფილი ეკონიმიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის „ბღუჯა“ -ს ოჯახისაგან რეპრესირებული ადვოკატის თამილა ქუთათელაძის ღია წერილი თბილისის მერს ბატონ კახი კალაძეს

ბატონო კახი!

მოგმართავთ უკვე პრესის მეშვეობით ,რადგან ვერანაირ სამართლიან დამოკიდებულებას ქ.თბილისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში ვერ მივაღწიე.

მოკლედ აღგიწერთ თუ რა მოხდა და როგორ კნინდება ჩემი,როგორც მოქალაქის უფლებები ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ „ბღუჯას“ ოჯახის წევრების უშუალო მითითებებით .

1957 წელს ჩემს ოჯახს გამოეყო საცხოვრებელი ნაკვეთი და მასზედ იმავე წელს აშენდა როგორც საცხოვრებელი ასევე დამხმარე ფარები. 1994 წელს მომზადებულ ცნობა-დახასიათებაში აღნიშნულია ყველა ფართი, 2008 წელს ყველა ფართი დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

ჩემი ოჯახის მომიჯნავე მეზობლად 1960-65 წლებში დასახლდა ქუმსიშვილების ოჯახი და გვქონდა კარგი მეზობლური დამოკიდებულება წლების განმავლობაში. ამა წლის ივლისის თვეში გადავწყვიტეთ ოჯახმა 1957 წელს აშენებული 30 კვ .მ -დამხმარე ფართის განახლება რეკონსტრუქცია, რადგან სიძველისაგან ბრტყელი გადახურვიდან ჩადიოდა წყალი, კარ-ფანჯარა დალპა და დაიშალა.

როგორც კი დავიწყეთ სარემონტო სამუშაოები „გამოვარდა“ დიმიტრის „ბღუჯას“ დედა – იზოლდა ქუმსიშვილი და მორთო კივილი, ახლავე დაანგრიეთ შენობა და არაფერი არ გააკეთოთო ….ეს ღობე იყოოო, იცით მე ვინ ვარ ნახეთ რას გიზამთო და ჰოი საოცრებავ, კვირა დღეს ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი დავით აბულაძე მობრძანდა ჩვენს საცხოვრებელ სახლში და განგვიმარტა, რომ ქალბატონ იზოს უნდა რომ დაანგრიოთ შენობა და ეს გარდუვალიაო.

მიუხედავად იმისა რომ დავით აბულაძეს განვუმარტეთ, რომ შენობა კანონიერია და არაფრის დანგრევას არ ვაპირებდით გვიპასუხა რომ მაინც ვერაფერს ვეღარ გავაკეთებდით. მას ოფიცილური არანაირი დოკუმენტი ან რაიმე სახის გაფრთხილება ჩვენთვის არ მოუცია, რადგან იგი მოიწვია პირადად ქუმსიშვილების ოჯახის წევრებმა პირადი ნაცნობობის შედეგად და შესაბამისად იგი იმ მომენტში არ წარმოადგენდა ოფიციალურ პირს.

სამშაბათს ისევ მოვიდნენ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და გვითხრეს რომ უნდა აეზომათ ჩვენი ეზო და შენობები …ამის უფლება არ მივეცით სრულიად კანონიერად, რადგან აზომილიც გვაქვს და დარეგისტრირებულიცთქო.

გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და ასევე მოხდა მეორე დღესაც და მესმე დღეს მოგვართვე ჯაყელის მიერ მომზადებული დადგენილება რომლის მიხედვითაც გვეკრძალებოდა სამშენებლო სამუშაოების წარმოება .წინააღმდეგ შემთხვევქაში დავჯარიმდებოდით 50000 (ორმოცდაათი ათასი ) ლარით.

მივმართეთ არქიტექტურის სამსახურს სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად მაგრამ ამაოდ .პასუხი იყო, რომ თურმე უნდა მიგვემართა ლეგალიზაციისათვის და ასევე მოგვემზადებინა პროექტი მშენებლობის განსახორციელებლად …..ნამდვილად სამარცხინოა,რომ ტექაღრიცხვის ბიუროში 1994 წელს აღრიცხულ და 2008 წელს რეესტრში რეგისტრირებულ შენობა-ნაგებობას რაში შჭირდება ლეგალიზაცია? ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ზედმეტი პრობლემები შეგვექმნას მხოლოდ „იზო დეიდას“ ხუშტურის წყალობით,რომელიც გაგრძელდება უვადოდ მისი სურვილის აღსასრულებლად.

სამარცხვინო ფაქტია თუ არქიტქტურის სამსახური ვერ ერკვევა რა არის სარემონტო სამუშაოები და რა არის მშენებლობის წარმოება და ასევე სამარცხვინოა 50000 ლარის დაჯარიმებით პრაქტიკულად მუქარა .ასეთი ჯარიმის დაკისრებას კორპუსის მონაშენეებსაც კი არ დაუდგენდნენ.

აშკარაა რომ ქალბატონ ი იზოს ნებასურვილი სრულდება -ვეღარ ვახორციელებთ სარემონტო სამუშაოებს, რადგან იზოს ასე უნდაოოოო… ასევე აღსრულების ბიუროდანაც მობრძანდა პირი ,რომელმაც გადაამოწმა მიმდინარეობდა თუ არა სარემონტო სამუშაოები რომ მოეხსენებინა „ბღუჯას“ დედიკო იზაურასათვის რომელმაც განაცხადა, რომ მიდიოდა დასასვენებლად და თითის განძრევაც კი არ გაგვებედა.

სამარცხვინოა, როცა ამხელა უწყების მომსახურე პერსონალი ვერ ასხვავებს ან ზეწოლის შედეგად არ ანსხვავებს სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს ერთმანეთისაგან .შეგნებულად უქმნიან ზედმეტ პრობლემებს „უბრალო“ მოსახლეობას .

სასწრაფოდ მიიღეთ ზომები . არ ვაპირებ დანებებას. ქალბატონ იზაურას ნებასურვილის გატარებას და მისი სამსართულიანი უკანონოდ აშენებული მესამე სართულის, რომელიც ჩემს საძინებელში ლამისაა შემოიჭრას ატანას.

რადგან ჩემი ოჯახი რიგითი მოქალაქეები ვართ და არა ყოფილი მინისტრის ოჯახი, ამიტომ ჩემი ოჯახის მიმართ უნდა განხორციელდეს დევნა, ზეწოლა და ჩაგვრა? რაღაც არ მგონია ეს თქვენთვის მოსაწონი იყოს.

ატონო კახი .გთხოვთ გაერკვიოთ – კარგად არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მუშაკების მიერ მათ მიერ შესრულებული „სამუშაოების“ ხარისხში და სიმართლეში, რომლებიც ახდენენ ქ.თბილისი მერიის იმიჯის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას მათი არაპროფესიონალიზმით ან „შეგნებული“ არაპროფესიონალიზმით.” – ნათქვამია ადვოკატის წერილში.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში