14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

726
წაკითხვა
ვერძი – მოგზაურობა საინტერესო, მაგრამ რთული იქნება. გაუფრთხილდით პირად ნივთებს. მშვიდად დააკვირდით მოვლენებს, რაც თქვენ გარშემო ხდება.

კურო – შორიდან ყველაფერი ლამაზი და უზრუნველი ჩანს. ნუ ენდობით იმას, ვინც ოცნების კოშკებს აგიგებთ ან ზედმეტად ეცდება დაგიახლოვდეთ. საღამო განმარტოებით გაატარეთ.

ტყუპი – ნუ გგონიათ, რომ ვინც რამეს დაგპირდებათ, შეგისრულებთ. თავად უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები. მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა საქმე ბავშვებთან ურთიერთობას ეხება.

კირჩხიბი – დღეს მეგობრების და ოჯახის წევრების სურვილების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ. თქვენ გარდა ვერავინ გაერკვევა ჩახლართულ სიტუაციაში.

ლომი – მცირე სირთულეებია მოსალოდნელი, მაგრამ ჩანაფიქრს მაინც განახორციელებთ. დღეს მასშტაბურ პროექტებს ნუ მოკიდებთ ხელს. გაფრთხილდით, არ მოექცეთ აფერისტ ადამიანების გავლენის ქვეშ.

ქალწული – დღეს მოგეჩვენებათ, თითქოს ყველა თქვენ წინააღმდეგაა, რომ გარშემო მყოფები უსამართლოდ გექცევიან. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ საქმიდან მოსაცდენ წვრილმანებს.

სასწორი – მხოლოდ სიმართლით შეძლებთ გარშემო მყოფებში ავტორიტეტის ამაღლებას. მაქსიმალურდა მოთოკეთ ემოციები. განსაკუთრებით, როცა უფროსთან ათანხმებთ ახალ პროექტებს.

მორიელი – დღევანდელი დღეს დევიზია – სიფრთხილე. იყავით მეტად დაკვირვებული. განსაკუთრებით, როცა საქმე იურიდიული, საბანკო საკითხების მოგვარებას ეხება.

მშვილდოსანი – ყველა საქმიანი შეხვედრა სერიოზული ვერ იქნება, ზოგჯერ უნდა გაიხუმრით კიდეც, სიტუაციის გასანეიტრალებლად. იყავით თავისუფალი, მაგრამ გავლენიან ადამიანებთან საკუთარი თავის ქებას ნუ გადაამეტებთ.

თხის რქა – დღეს თქვენი ტვინი კარგად აწყობილი მექანიზმივით მუშაობს. ვალდებულებებს დროულად და იდეალურად შეასრულებთ. რჩევებისთვის ხშირად მოგაკითხავენ.

მერწყული – დღეს ყველაფერს ობიექტურად და შემოქმედებითად უნდა შეხედოთ. თქვენ კი არ შეგეშალათ, ორიგინალურად გააკეთეთ. ეს, რა თქმა უნდა, ხურობით, მაგრამ დეტალებისადმი ყურადღება და ინსტრუქციების წაკითხვა არ გაწყენთ.

თევზები – გაურკვეველ სიტუაციაში თუ ხართ, ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. დაზოგეთ ენერგია, კარგად გაეცანით ინფორმაციებს, მოთხოვნებს. აგრეთვე, დაფიქრდით, შეძლებთ კი საქმის დროულად შესრულებას.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში