ვაი თქვენ პატრონს, ბოდვასაც ხომ აქვს საზღვარი – თაკო ფხაკაძის პასუხი ელისო კილაძეს

813
წაკითხვა
IMG.GE

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “რუსთავი2”-ს ყიდულობს გიორგი კაპანაძე, მეტსახელად რიჟა, ხოლო მმართველ რგოლში იქნებიან ნინო შუბლაძე, ხათუნა ბერძენიშვილი და თაკო ფხაკაძე.

ხათუნა ბერძენიშვილი ნაც.მოძრაობის მმართველობის დროს საზ.მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. თაკო ფხაკაძე გაზეთ “პრაიმტაიმი”-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია დღემდე, ხოლო ნინო შუბლაძე “რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და ამ დრომდე საჯარო მოხელეა.

ერთ-ერთი, ვინც ელისო კილაძეს გამოეხმაურა, არის თამარ ფხაკაძე, რომელმაც  გავრცელებული ინფორმაცია ბოდვად შეაფასა და დაწერა.

“მენეჯმენტში არა, ეგ ჩემთვის გავლილი ეტაპია, პირდაპირ კოსმოსში ვაპირებ გაფრენას (ვაი თქვენ პატრონს)… ბოდვასაც ხომ აქვს საზღვარი. პრაიმტაიმის თათბირის ამბავიც გაბაზრებულა და თეთრი კონვერტებისაც. აუუ… რუსულ თემასაც მიგვიხვდნენ, არ არის კონსპირაცია ჩემი ძლიერი მხარე”- წერს ფხაკაძე, რასაც ელისო კილაძე გამოეხმაურა.

“თაკო ფხაკაძემ, “რუსთავი 2”-ის მენეჯმენტი არაო(არადა,მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობს), პირდაპირ კოსმოსიო-სუსის თეთრი კონვერტების გავლით (ხანდახან რუსების ფულითაც)

არადა, რიჟამ თათბირიც “პრაიმტაიმში” ჩაატარა-გრანდიოზული გეგმები გვაქვსო და ჟურნალისტებსაც თაკო ფხაკაძე ელაპარაკება! გასაგებია,წინასწარ გაბაზრება გაუტყდათ”– დაწერა კილაძემ.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში