შეიქმნა სპეციალური ფეხსაცმელი დემენციით დაავადებული ადამიანებისთვის

175
წაკითხვა
IMG.GE

იაპონიაში შეიქმნა სპეციალური ფეხსაცმელი დემენციით დაავადებული ადამიანებისთვის. ფეხსაცმელში ჩამონტაჟებულია ჯიპიეს მოწყობილობა და უკავშირდება ტელეფონს ან კომპიუტერს 50, 100 ან 500 მეტრის რადიუსში.

ამ გამოგონების მეშვეობით შესაძლებელი იქნება დემენციით შეპყრობილი ადამიანების ერთგვარი კონტროლი მისი ოჯახის წევრების მხრიდან, თუ ის მარტო მიდის სასეირნოდ მიმდებარე ტერიტორიაზე.

ინოვაციური ფეხსაცმელი ჯერ-ჯერობით მხოლოდ იაპონიაში იყიდება, თუმცა ცნობილია, რომ მალე მექსიკაში ჩაეშვება გაყიდვაში.

რა არის დემენცია?


ამ დროს  სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობები. კოგნიტური ფუნქციის მოშლას თან სდევს, ან წინ უსწრებს სოციალური დეზადაპტაცია. ცნობიერება ამ დროს არ არის დაბინდული.

ტერმინი ”დემენცია” ნიშნავს შეძენილ ჭკუასუსტობას, რომელსაც ახასიათებს მენტალური აქტივობის დაქვეითება. ოლიგოფრენიისგან განსხვავებით (თანდაყოლილი ან ბავშვობაში შეძენილი ჭკუასუსტობა), დემენცია ვითარდება ხანშიშესულ ასაკში, თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად. 
უნდა ითქვას, რომ ეს პათოლოგიური მდგომარეობა თავისი არსით წარმოადგენს არა დამოუკიდებელ დაავადებას, არამედ სხვა დაავადების სიმპტომს.

განასხვავებენ დემენციის შემდეგ სახეებს:

1.სისხლძარღვოვანი დემენცია(ცერებრალური ათეროსკლეროზი) – ჭკუასუსტობა
გამოწვეულია თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანებით.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვებში განვითარებული თრომბი ან სისხლძარღვების კედლის გახეთქვა (სისხლჩაქცევა), რაც იწვევს თავის ტვინის ქსოვილების დაღუპვას.

მკვდარ ქსოვილს უწოდებენ ინფარქტს, ხოლო ინსულტი კი ნიშნავს ერთჯერად ინფარქტს. სისხლძარღვოვანი დემენცია არის ჭკუასუსტობის ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული ფორმა.

2. მულტიფაქტორული დემენცია.

მისი გამომწვევი მიზეზია ინფარქტების რიგი თავის ტვინში. ცალკეული
მათგანი არ იწვევს ცვლილებებს ადამიანის ქცევაში, მაგრამ ერთად აღებული ხდებიან
დემენციის მიზეზი. მულტიფაქტორული დემენციის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.

3. ალცჰაიმერის ტიპის დემენცია 

თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. დავადების აღმოცენების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ დაავადების მიზეზია, რამოდენიმე გენის ცუდი კომბინაცია; შვებერმა კი აღმოაჩინა 21-ე ქრომოსომის სტრუქტურის დეფექტი.

მეცნიერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს დაავადება გამოწვეულია თავის ტვინში სპეციფიური პროტეინის (ბეტა–ამილოიდური ცილა) სინთეზის გაზრდით, რაც იწვევს თავის ტვინში ნერვული უჯრედების სიკვდილს. ასევე ალცჰაიმერის ტიპის დემენციის მქონე ადამიანების ტვინის უჯრედებში აღმოჩენილი იქნა ალუმინი (ამის საფუძველზე ბევრმა ადამიანმა შეწყვიტა ალუმინის ჭურჭლის გამოყენება). თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი ალუმინი დაავადების მიზეზია, თუ შედეგი.

ალცჰაიმერის დაავადების აღმოცენების რისკი მკვეთრად იზრდება 70 წელს გადაცილებულ ადამიანებთან, ხოლო 85 წლის მოხუცებში ავადდება ყოველი მეორე ადამიანი. ზოგადად კი ალცჰაიმერის დაავადება არ გახლავთ დაბერების ნორმალური თანამდევი მოვლენა. ბევრ ასაკოვან ადამიანს საერთოდ არ აღენიშნებათ დემენცია.
ალცჰაიმერის დავადებისათვის დამახასიათებელია კოგნიტური ფუნქციების პროგრესირებადი შემცირება და ქცევითი დარღვევების განვითარება.

სიბერეში განვითარებული დემენციების დიდი წილი სწორედ ამ დაავადებაზე მოდის ( 50-60%). ალცჰაიმერის დაავადების კლინიკური დახასიათება – პროგრესირებადი დემენცია, ნერვული უჯრედების რაოდენობის შემცირება, ქერქის სხვადასხვა ნაწილში სენილური ბალთების ფორმირება.

ანსხვავებენ დემენციის 3 კატეგორიას: მსუბუქი (ადამიანი არ საჭიროებს
კონტროლს), საშუალო (ხანდახან საჭირობს კონტროლს) და მძიმე (მუდმივად საჭიროებს კონტროლს).

დემენციის სიმპტომები:

1.მეხსიერების დაქვეითება.

2. ავადმყოფს ავიწყდება ასაკი, მისამართი, მიმდინარე მოვლენები, ვერ ცნობს ახლობელ ადამიანებს.

3. ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება.

4. აზროვნების პროცესების და დასწავლის უნარის შეფერხება, ინტელექტის დაქვეითება.

5. შფოთვა, აგრესია (ფიზიკური და ვერბალური), ყვირილი, ტაცებითი მოძრაობები.

6. მეტყველების დარღვევა (აფაზია).

7. ავადმყოფს უჭირს მეტყველება (ბროკის აფაზია) ან ვერ გებულობს სხვების მეტყველებას (ვერნიკეს აფაზია), დისლექსია.

8.მხედველობითი აგნოზია, ვერ ცნობს მხედველობით აღქმულ საგნებს.

9.აპრაქსია, ავადმყოფი ვერ ასრულებს ნებისმიერ მოძრაობებს

10.მოტორული უნარების დაკარგვა. ავადმყოფს არ შეუძლია დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა და ა.შ.

11.ჰიპერორალი (ყველაფრის პირში ჩადების სურვილი) და ბულემია (საკვების უზომოდ მიღების სურვილი).

12.ემოციების დაკარგვა.

წყარო

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში