16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

701
წაკითხვა
IMG.GE

ვერძი – საკუთარი მოსაზრებები დელიკატურად გამოთქვით ხოლმე. აი, საყვარელი ადამიანისთვის კი კომპლიმენტებს ნუ დაიშურებთ. ხშირად გაიღიმეთ და ახლობლებიც ამხიარულეთ.

კურო – ახალ საქმიანობაში ჩართვის დღეა. არ იზარმაცოთ, იშრომეთ და ყველაფერი აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. განმარტოებისა და საკუთარ თავში გასარკვევად საღამო შეარჩიეთ.

ტყუპი – სასიამოვნო სიახლეები გელით. სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეტრიალდება. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ სათქმელი გამოიყენეთ სოციალური ქსელები.

კირჩხიბი – გადადგით მცირე, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი, საკუთარი მიზნების მისაღწევად. გამონახეთ დრო ჯანმრთელობის, განწყობის გასაუმჯობესებლად.

ლომი – ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. წინასწარ შეადგინეთ მოქმედების გეგმა და გაითვალისიწენთ ყველა დეტალი. მცირე ფიზიკური აქტიურობაც კი მეტად ენერგიულს გაგხდით.

ქალწული – არავის დაანახვოთ თქვენი ემოციები, განსაკუთრებით, როცა ვიღაც დახმარებას, რჩევას გთხოვთ. მაქსიმალურად თავი შეიკავეთ, როცა გარშემო მყოფებს აკრიტიკებთ.

სასწორი – ღიმილი, კომპლიმენტი ან ცხოველის მოფერება ის წვრილმანია, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ. დღეს შეგიძლიათ რაიმე (ფუფუნების ნივთიც კი) შეიძინოთ საკუთარი თავისთვის.

მორიელი – აჩქარებით საქმეები არ გააფუჭოთ. იმოქმედეთ ნელა და დაკვირვებულად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. იყავით მეტად თბილი მათ მიმართ.

მშვილდოსანი – თქვენ გარშემო ბევრი საინტერესო მოვლენა ხდება. განწყობის მიხედვით იმოქმედეთ. თუ საყვარელ ადამიანთან განმარტოება გსურთ, მნიშვნელოვან ვალდებულებებს ნუ შეეჭიდებით.

თხის რქა
 – საქმეები არასდროს დასრულდება. ეცადეთ, გამონახოთ დრო დასვენებისთვისაც. ეცადეთ, გარშემო მეტი კომფორტი შეიქმნათ. მიირთვით გემრიელობები, ჩაიცვით მოსახერხებელი და არა მკაცრი სამოსი.

მერწყული – დილა ვარჯიშით დაიწყეთ. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და ეცადეთ, დღესვე დაასრულოთ დაწყებული საქმეები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.

თევზები – სიამოვნების, მხიარულების დღე გელით, მთავარია, თავად შეიქმნათ ბედნიერი განწყობა. დაივიწყეთ ყოველდღიური პრობლემები, ყველას დღესვე ვერ მოაგვარებთ და დაკბით ცხოვრებით.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში