ძალიან კარგად იცით, რომ გახარიას პრემიერობაა თქვენთვის საფრთხე – ბონდო მძინარაშვილი

3246
წაკითხვა
IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება პარტია “ევროპული საქართველო”-ს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის იმ განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ თუ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაინიშნება, ამით ქართული ოცნება ჩაიძირება.

“მერედა, რატომ არ გიხარიათ?! თქვენც ეგ არ უნდა გინდოდეთ?! დაელოდეთ, ჩაიძირება და თქვენ ამოტივტივდებით, რატომ ნერვიულობთ?!

სინამდვილეში ძალიან კარგად იცით, რომ გახარიას პრემიერობაა თქვენთვის საფრთხე, – არასოდეს ყოფილა თქვენი სექტის სიახლოვესაც კი, არასოდეს გარეულა ფინანსურ მაქინაციებში, არაფერი აუშენებია და მოუწყვია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და ვერაფერს წამოაძახებთ! აი, ეს გაშინებთ და ამიტომ ლაპარაკობთ… უკუღმა” – წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში