როდემდე უნდა იყოს ეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთმანეთის ჭამის და ანგარიშსწორების საგანი?

412
წაკითხვა
IMG.GE

მაკა რაზმაძე


საუკუნეებია რუსეთი დამპყრობელი და ოკუპანტია და 21ე საუკუნეში ჯერ კიდევ სპეკულაციის საგანი რატომაა ეს თემა?!.რა მნიშვნელობა აქვს ვინ და როგორ დაიწყო ერთი კონკრეტული ბრძოლა როცა საუკუნებიაა ომის რეჟიმშია ქვეყანა? რატომაა ასე და როდემდე უნდა იყოს ეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთმანეთის ჭამის და ერთმანეთთან ანგარიშსწორების საგანი?

რუსეთმა დაგვიპყრო და აღარასდროს გაგვიშვა-ვინმე ვერ გრძნობს ამას? ვინმე არ აღიარებს?!ოკუპანტიცაა და უარესიც,ომში ვართ რუსეთთან ხალხო!

უამრავმა ოჯახმა დავკარგეთ წევრები,დავკარგეთ საკუთარი ერთადერთი ცხოვრება ამ ბრძოლაში და იქნებ დაადგეს საშველი, მორჩეს ამ თემის წყალგამყოფად და სასპეკულაციოდ გამოყენება ერთმანეთის წინააღმდეგ!
როდესმე მაინც იქნებ ნამდვილი მტრის წინააღმდეგ გავერთიანდეთ…იქნებ გვეღირსოს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში