ბორდერიზაცია – ეს ქაჯური ტერმინი სექსუალურად ჟღერს არა? ვიღაც კუანა უცხოელები რომ მიგყავთ საზღვართან ეს მოაგვარებს პრობლემას?!

346
წაკითხვა
IMG.GE

დემურ გიორხელიძე 


ბორდერიზაცია – ეს ქაჯური ტერმინი  ქაჯებმა რომ აითვისეთ (სექსუალურად ჟღერს არა?! ამით დასავლეთის ნაწილი ხდებით არა?!), სინამდვილეში შენი ქვეყნის ტერიტორიის  ნაწილ-ნაწილ წართმევა-მიტაცება რომ ჰქვია,  არ იცით?!

სანამ უნდა გადმოიწიოს საზღვარი, – სანამ საერთოდ არ წაიშლება დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს საზღვარი?

თქვე დედა… ებო, პოლიტიკური პრობლემაა,  პოლიტიკური საფუძველი უდევს ყველაფერს ფუძეში, უპასუხისმგებლო და უპერსპექტივო პოლიტიკა უდევს ფუძეში, 
საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს და  საფრთხეს ვუქმნით სხვას (მას ასე ჰგონია), 

ეს პროცესი არ შეჩერდება…პოლიტიკური პრობლემები პოლიტიკურად მოაზროვნე ხალხის მიერ წყდება… პოლიტიკური პრობლემები საღი პრაგმატული პოლიტიკის ფარგლებში წყდება… არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა,  როცა პოლიტიკის ჩარჩოებში მოძრაობ, როცა პასუხისმგებლობა გაქვს ქვეყნისა და მომავლის წინაშე!

ვიღაც კუანა უცხოელები რომ მიგყავთ საზღვართან, რომლებსაც არაფრის გაკეთება არასდროს შეეძლებათ, უაზრო ლექსიკას იყენებთ და თეატრალიზებულ წარმოდგენებს მართავთ,  ეს მოაგვარებს პრობლემას?! სისხლი მოძრაობს თქვენს ძარღვებში, თუ…

უაზრობაში და ერთმანეთის შეურაცხყოფაში გაკვეხებულ ქართველებს რა ჰქონიათ, აღარ არის საქართველო სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო?! მისი ჯორჯიაში თუ შვეიცარიის ადგილზე ტარნსფორმაცია მოხდა?!

წინ გამანადგურებელი საფრთხეებია და გაჟრუებული ხალხი ერთმანეთს თავპირს ამტვრევს, ერთი მედროვე ჯობია თუ მეორე მედროვე…  აზრზე მოდით!

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში