ქალბატონო ლომჯარიავ, პოლიტიკურად ანგაჟირებული მოწოდებები, საკუთარ ოფისში გააკეთე ქალბატონო-ქალიშვილო-გოგონავ

1219
წაკითხვა
IMG.GE

მსახიობი თემურ გვალია სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავს.

“ქალბატონო ლომჯარიავ! გემს მიხედე, გემს!  ნუ გვმოძღრავ ხალხს! შენ უნდა უსმინო ხალხს, გააკეთო სწორი დასკვნები და არა პირიქით! გამომივიდა აქ ციდან მოვლენილი ანგელოზი…

სიმართლეს რომ ემსახურო, თვითონ უნდა იყო მართალი! მაგრამ როგორ იქნები მართალი, როცა მხარე ხარ?! შენ უნდა დაიცვა ადამიანების უფლებები და არა
დაარღვიო ისინი!

პოლიტიკაშიც ნუ ერევი ასე ხისტად! ეგ არაა შენი საქმე… აზრის გამოხატვის და დაფიქსირების უფლება გაქვს, მაგრამ საყოველთაო, პოლიტიკურად ანგაჟირებული მოწოდებები, საკუთარ ოფისში გააკეთე ქალბატონო-ქალიშვილო-გოგონავ!  გინდ დაიჯერე გინდ არა, ქართველების უმრავლესობამ ვიცით ვინც ხარ, საიდანაც ხარ და რასაც ემსახურები”- წერს თემურ გვალია ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში