უკვე ვრცელდება ვითომდა ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებები, ძირს სიყალბე! ქვეყანა უნდა გაიწმინდოს ტყუილისაგან

227
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ე.წ ტროლები და ბოტები მისი სახელით დეზინფორმაციებს ავრცელებენ. ამის შესახებ ის ფეისბუქში წერს.

“ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა ფეიკ ნიუსები, ეგრეთ წოდებული ტროლებ-ბოტებია. ცნობილია, რომ ამის უკან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სპეცსამსახურებიც დგანან.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებები ამ ყველაფერს არ იძიებენ , რაც ბუნებრივად იწვევს ეჭვს მსგავს ქმედებებზე ხელის დაფარების შესახებ.

უკვე ვრცელდება ვითომდა ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებები სხვადასხვა შინაარსით. იქმნება ყალბი გვერდები და ვრცელდება დეზინფორმაცია.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა და ადამიანების შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ ჩემს გვერდზე დადებულ განცხადებებს. ძირს სიყალბე! ქვეყანა უნდა გაიწმინდოს ტყუილისაგან”– წერს მამუკა ხაზარაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE