“კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მიშას მავნებლობის ერთი კონკრეტული ეპიზოდი” (ვიდეო)

435
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ლევან გობრონიძე – ბლოგერი (სპეციალურად MULTIMEDIA.GE-სთვის)


ხშირად წამოგვაძახებენ ხოლმე, იმ 9 წელს ნუ უყურებთ, წინ გაიხედეთო, მაგრამ ვაი რომ ვერ გავიხედებით წინ, რადგან უკან უბინძურესი წარსული გვიდგას, რომელსაც თქვენ, ის ადამიანები ქმნიდით, ვისაც დღეს ამბიციები გაქვთ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეთ. თქვენთვის ხომ ადამიანის ფასი ნულია და ამის ერთ მაგალითზე დღეს ვისაუბრებ.

ატყდა ერთი ამბავი აგვისტოს ომთან დაკავშირებით “იმედი”-ს მომზადებულ ფილმზე, ეს როგორ გაბედეს და სააკაშვილს როგორ შეეხნენო, თურმე მიშა ყოფილა საქართველო. ახლა სპეციალურად გადავხედე მოდელირებულ ქრონიკას,ნაძირალა გიორგი არველაძისა და “იმედი”-ს იმდროინდელი საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელ ეკა წამალაშვილის სატელეფონო საუბარსაც მოვუსმინე, რომელშიც გეგმავენ, თუ რა ფორმით უნდა გავიდეს ეს ამაზრზენი გამოშვება.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ შესავალში ეკა წამალაშვილი არ ეთანხმება და ცდილობს დაარწმუნოს არველაძე, რომ გადაცემას უნდა ეწეროს, რომ ეს არის მოდელირებული, თუმცა საბოლოოდ მაინც დანებდა და აჰყვა ნაძირალების ჩანაფიქრს.

დღეს, ამ მავნებლობის იდეოლოგი სააკაშვილი ამუნათებს ადამიანებს და მორალს უკითხავს ქვეყანას, ხელისუფლებას და ამბიცია აქვს რომ დაბრუნდეს. დიახ, ყველაფერს გაგახსენებთ, ყველაფერს ამოგიჩხრეკთ არქივიდან და რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა, რომ თქვენი რეალური სახე ეჩვენებინა, ჩვენ, რიგითი მოქალაქეები გავაკეთებთ ამას. არ მოგცემთ უფლებას ენები წაიგრძელოთ კისრამდე და იყელყელაოთ, ყოველდღე თითო ცოდვას ამოგიყრით პანდორას ყუთიდან და ჩვენ გავაკეთებთ იმ საქმეს, რაც წესით “ქართულ ოცნებას” უნდა გაეკეთებინა, მაგრამ აქაც ბლომად აღმოჩნდნენ ქვეყნის მტერი ნაძირლები და ეს არ გააკეთეს.

ახლა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მიშას მავნებლობის ერთი კონკრეტული ეპიზოდი. მოდელირებული ქრონიკა და მისი დაგეგმვა.


თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE