პარლამენტის თავმჯდომარე ფოთში მეთევზეებს შეხვდა (ფოტოები)

256
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან ერთად  ფოთში იმყოფებოდა და მეთევზეებს შეხვდა.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს საზოგადოებასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვხვდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც სოფლებში, ქალაქებში ყოველდღიური საზრუნავის გამო ვერ ახერხებენ პარლამენტში, მთავრობის ოფისებში მოვიდნენ ჩვენთან, ამიტომ, ჩვენ ჩავდივართ მათთან და ვესაუბრებით იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც მათთვის არის მნიშვნელოვანი.

ვინიშნავთ პრობლემებს და ვაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ინიციატივებზე და გადაწყვეტილებებზე. ეს ინფორმაცია გამოგვადგება 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE