გარდა ელჩების პორწიალისა, რას აკეთებს ჩვენი მთავრობა? – ლევან ლორთქიფანიძე

156
წაკითხვა
IMG.GE

ლევან ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი


მერამდენე წელია გრძელდება ეს საშინელი გადაღობვები. ამაზე შემაძრწუნებელი რა უნდა ნახოს ადამიანმა?! კაცმა თავისი ხელით დაშალა სახლი და ოკუპაციას გამოექცა.

ნუთუ სახელმწიფო ასე გულხელდაკრეფილი უნდა უყურებდეს ამ დაუსრულებელ პროცესს? გასაგებია, რომ რუსეთი აგრესორია. გასაგებია, რომ 2008 წლამდე ცხინვალის რეგიონის 1/2-ს ვაკონტროლებდით. შემდეგ?

აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხები კითხვებს:

როდის და რატომ აქტიურდება გადაღობვის პროცესი? რა იწვევს პროცესის გააქტიურებას? რა კეთდება გააქტიურების პრევენციისათვის?

რა ლოგიკით არჩევენ კონკრეტულ სოფლებს? რა შემთხვევაში შეიძლება გადაღობვის თავიდან აცილება? შეიძლება თუ არა ვინმეს მოქრთამვა? რას ითხოვენ იმის სანაცვლოდ, რომ ხალხს სახლები არ დააშლევინონ?

გარდა ელჩების პორწიალისა, რას აკეთებს ჩვენი მთავრობა? რა სტრატეგია გვაქვს?

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში