თბილისში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც საკუთარი ძაღლი დანით დაჭრა

382
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...