ჩვენი ფუმფულა ბიჭის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე თოქშოუების წამყვანებთან არ მიიწვიეს კავკასია

270
წაკითხვა
IMG.GE

 ტელეკომპანია კავკასიიის დირექტორ ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე არ მიიწვიეს.


“ჩვენი ფუმფულა ბიჭის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე თოქშოუების წამყვანებთან არ მიიწვიეს კავკასია. ვერ მოგატყუებთ, რომ ცარიელ ადგილთან შეკითხვები გვქონდა და ძალიან გვეწყინა, მაგრამ მაინც დავინტერესდით, რატომ არ მიიწვიეს კავკასია.

ჩვენო ეროვნულ მაუწყებლებს ვიწვევთო. მეტ კვალიფიკაციას არც მოველოდი მთავრობისგან და მათი პიარისგან, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ: კავკასია არის ეროვნული ტელემაუწყებელი საქართველოს კანონმდებლობის და კომუნიკაციების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით.

ახლა თქვენ სად აგიხსნათ, რომ ეროვნული ტელემაუწყებელი ერთ კონკრეტულ მულტიპლექსში ჩართვას არ ნიშნავს და ციფრულ საუკუნეში საქართველო შესაძლოა რამდენიმე მულტიპლექსით, თანამგზავრით და სხვადასხვა საშუალებებით დაფარო. ისე თუ გეპატარავებით თვალში ან უბრალოდ არ მოგწონვართ პირდაპირ თქვით, ან რამე სხვა მიზეზი მოიფიქრეთ სამომავლოდ. “

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში