4 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

600
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ
ვერძი – მიზანმიმართულად იმოქმედეთ. შეიძლება საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, მაგრამ ახალი საქმიანობის გამო ძველ მიზნებს ნუ შეელევით. რაც უფრო კარგად შეასრულებთ ვალდებულებას მით მეტ ჯილდოს მიიღებთ.

კურო – საიდუმლოს დაფარვას აზრი აღარ აქვს. ცოტა ხანში ის მაინც გამჟღავნდება. იყავით გულუხვი გარშემო მყოფების, მათ შორის, მომსახურე პერსონალის მიმართაც.

ტყუპი – ახალი დღე ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. იყავით მეტად თავდაჯერებული. ნუ ფიქრობთ ცუდზე, ყველა სიტუაცია კარგად განვითარდება. მოერიდეთ ავანტიურას.

კირჩხიბი – სასურველის მისაღწევად ცოტა უნდა გარისკოთ. შეიძლება თქვენმა ნიჭმა/საქმიანობამ გავლენიანი ადამიანის ყურადღება მიიქციოს. იმოქმედეთ დაკვირვებულად.

ლომი – კარგი შანსი გაქვთ სასურველის მისაღწევად. ყურადღება გმართებთ წვრილმანებისადმი. კარგი დღეა საზოგადოების წინაში სიტყვით გამოსასვლელად, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩასართავად.

ქალწული – საქმეები კოლეგებს გადაუნაწილეთ. შეიძლება ზოგიერთი საქმე მომავლისთვისაც გადადოთ. სასურველია, მეტი დრო გამონახოთ დასვენებისთვის. კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად, საინტერესო ადგილების მოსანახულებლად.

სასწორი – თქვენ გარშემო უამრავი უცნაური ამბავი ხდება და მზად იყავით იმისთვის, რომ ყველა პრობლემას ერთიანად ვერ შეასრულებთ. ნუ ეცდებით, გმირი იყოთ ყოველდღე, ხანდახან ჩვეულებრივი ადამიანიც უნდა იყოთ.

მორიელი 

საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. ახალგაცნობილთან ინტელექტუალური კავშირი უფრო გექნებათ, ვიდრე ვნებიანი რომანი. შეიძლება საერთო საქმიანობაც კი დაიწყოთ.

მშვილდოსანი – გიჟური, მაგრამ საინტერესო დღე გელით. გაუგებარი არც ნათქვამი დატოვოთ და არც საქმე. იყავით დეპლომატური და პოზიტიური. ზოგიერთს რომანტიკული ურთიერთობის დაწყება ელის.

თხის რქა – არც კი იფიქროთ, რომ სხვის გამო საკუთარ გეგმებსა და მისწრაფებებზე უარი თქვათ. მეგობრების მიმართ მეტად დამთმობი უნდა იყოთ. მაგრამ მათი პრობლემების მოგვარებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ.

მერწყული – დელიკატური მოლაპარაკებების დროსაც კი გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. სულელური გაურკვევლობის გამო შეიძლება კრიტიკული მომენტი შეგექმნათ.

თევზები – თავსატეხების ამოხსნის დღე გელით. მეტად დააკვირდით დეტალებს. დღეს ზოგიერთი სიტუაციის გასარკვევად დეტექტივ-გამომძიებლის როლი უნდა მოირგოთ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE