მჯერა, გიორგი გახარია იქნება ეფექტური პრემიერი – თეა წულუკიანი

167
წაკითხვა
IMG.GE

„მჯერა, გიორგი გახარია იქნება ეფექტური პრემიერი, რომელიც გააგრძელებს „ქართული ოცნების“ ძირძველ პოლიტიკას“.- ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას.

„ჩვენ მომავალ წელს არჩევნებზე წარვდგებით ღირსეულად და გვექნება ძალიან დიდი ნუსხა იმ საქმეებისა, რაც გაკეთდა. ხოლო ის, რაც ვერ შევძელით, შევეცდებით შევძლოთ 2020 წლამდე“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა, მან გიორგი გახარიას წარმატებები უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, მთავარი, რის გამოც შეირჩა ბატონი გახარია, ისაა, რომ ჩვენს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა“,-განმარტა წულუკიანმა.

რაც შეეხება მოქალაქეების პროტესტს, წულუკიანის განცხადებით, მათ ტკივილს, რომლებმად თვალი დაკარგეს, საკუთარი ტკივილით განიცდის.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში