“რუსთავი 2”-ის შემდეგ ე.წ. “ტვ პირველსაც” შეუდგა წყალი, ეს ვაიჟურნალისტები ისტორიას სამარცხვინო ლაქიებად შემორჩებიან

280
წაკითხვა
IMG.GE

ვალერი კვარაცხელია – ჟურნალისტი


“რუსთავი 2”-ის შემდეგ ე.წ. “ტვ პირველსაც” შეუდგა წყალი (ეგრედწოდებულს იმიტომ ვამბობ, რომ “პირველის” დარქმევა სახელად, უაზრო ამბიციას, ანუ ე.წ. პირველობას ნიშნავს).

სარედაქციო პოლიტიკას არ დავთმობთ! – ისევე გაჰკივიან “ტვ პირველის” ჟურნალისტები, როგორც “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები გაჰკიოდნენ ცოტა ხნის წინ.

ნეტავ, რა სარედაქციო პოლიტიკაა ის, ასე “გმირული შემართებით” რომ იცავენ ხელყოფისგან? (“გმირული შემართება” წინწკლებში იმიტომ ჩავსვი, რომ ვნახეთ, “ერორის” წარმომადგენლებმა რაც ივაჟკაცეს – ზოგი გვარამიას გამოეკიდა და ზოგმაც ძველ ადგილზე სცადა ახალი ბუდის მოწყობა.) მათი სარედაქციო პოლიტიკა დასავლეთის მონობის ქადაგებაა მათთვის გადმოგდებული ძალიან მსუყე ჯამაგირის საფასურად. ვისგანაც უკეთეს ძვალს მიიღებენ სახრავად, იქით გაცვივდებიან ძაღლებივით.

დასავლური პოლიტიკის წყალობით სამ ნაწილად დაშლილი, ეკონომიკურად განადგურებული და მოსახლეობით განახევრებული საქართველო მათი საზრუნავი არ არის. მათი საზრუნავი საკუთარი სტომაქი და საკუთარი ამბიციებია.

ხომ ხედავთ, რა დღეში არიან ე.წ. არასამთავრობოები და მედასავლეთე პარტიები, – სარედაქციო პოლიტიკა და სარედაქციო პოლიტიკაო.

ჩემი გადაცემები ერთიმეორის მიყოლებით რომ იხურებოდა, მაშინ რატომ არ ჩნდებოდნენ “თავისუფალი სიტყვის”ეს ქურუმები? ერთი კვირის წინ რომ გამოვაცხადე, “ობიექტივის” ეთერში “ოქროს კვეთა” აღარ გავა-მეთქი და მაყურებლებს დავემშვიდობე, რომელიმე დაინტერესდა, თუ რა მოხდა? იქით გვარამია, გაბუნია, მელაძე, აქეთ კი, გრიგოლია და ჟიჟილაშვილია სიტყვის თავისუფლების საზომი? სხვებს არც დემოკრატია გვეხება და არც სარედაქციო თავისუფლება?

ორიოდე სიტყვა ამათ დამფუძნებლებზეც უნდა ვთქვა: ვიღაცას იმდენი ფული აქვს, რომ საკუთარ ტელეკომპანიას ხსნის და იმდენი ტვინი არა აქვს, მიხვდეს, რომ გვარამია, გაბუნია, მელაძე, კვესიტაძე, გრიგოლია, ჟიჟილაშვილი და სხვები ჟურნალისტები კი არ არიან, დასავლეთის საშუალოზე დაბალი ნიჭის პროპაგანდისტები არიან.

საქმე ისაა, რომ ფულის გუდურები, რომელიც ჩვენთან ტელეარხებს ხსნიან, ჟურნალისტიკით და საზოგადოების ინფორმირების საქმით კი არ არიან დაინტერესებული, დასავლეთის “მეხუთე კოლონის” გამრავლების სამსახურში დგანან, რაც საკუთარი კაპიტალის გამრავლებისკენ მიმავალ ყველაზე მოკლე და ყველაზე უსაფრთხო გზად ესახებათ.

გნებავთ, ზემოთ ჩამოთვლილ (და არჩამოთვლილ) ჟურნალისტთა სამშობლოსადმი და საქმისადმი ერთგულების მაჩვენებლები გავზომოთ?
შევთავაზოთ მათ, რომ მივიდნენ, “ობიექტივში” (ან რომელიმე დამწყებ ტელეკომპანიაში) და, ჩემსავით, უხელფასოდ და უჰონორაროდ, ყოველგვარი მატერიალური და მორალური მხარდაჭერის გარეშე, რვა წელიწადის მანძილზე, თავდაუზოგავად იმუშავონ თავიანთი სარედაქციო პოლიტიკის გასატარებლად. მაშინ დავიჯერებთ, რომ ისინი მართლაც იდეის სამსახურში დგანან და ხალხისა და სამშობლოს ინტერესებს იცავენ.

მათთვის ეს წინადადება თუ მიუღებელია და მხოლოდ ისაა მისაღები, რომ დასავლეთის დავალებათა შესრულებაში ათეულ ათასობით ფული ჩაიჯიბონ, უნდა ხვდებოდნენ, რომ ამგვარ “სარედაქციო პოლიტიკას” დემოკრატიისა და სამშობლოს სამსახურში დგომად არც ხალხი ჩათვლის და არც – ისტორია.

დღეს იქნება თუ ხვალ, მათი ყაჩაღი დამფინანსებლები ყაჩაღობის გამო წავლენ იქ, სადაც დიდი ხნის წინ უნდა წასულიყვნენ, ეს ვაიჟურნალისტები კი ისტორიას იმ სამარცხვინო ლაქიებად შემორჩებიან, რომლებიც, გადმოგდებული გამოხრული ძვლის საფასურად, ერთდროულად ყიდდნენ სინდისს, რომელიც არასოდეს ჰქონიათ და სამშობლოს, რომელსაც მათ მიერვე გამოხრული ძვლის ფასიც არასოდეს ჰქონია მათსავე თვალში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში