თამარ ჩუგოშვილი განცხადებას ავრცელებს

406
წაკითხვა
IMG.GE

თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი (ქართული ოცნება)


დღეს, მთელი დღის განმავლობაში მედიით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია პარლამენტის შენობაში მოქალქეების დაშვების საკითხზე.

სამწუხაროა, რომ ამ ინფორმაციის წყარო გახდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლოს კომენტარი, რომელმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა აქციის მონაწილეებს.

მინდა ვთხოვო შესაბამის სამსახურს მომავალში სათანადოდ უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების ინფორმირება და შეცდომაში ნუ შეიყვანენ ნურც აქციის მონაწილეებს და ნურც საზოგადოებას.

შენობაში უცხო პირთა დაშვების მართვა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ხდება და ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება.

აღნიშნულ აქტში, ანუ ზოგად წესში ცვლილება არის შეტანილი ივნისში, უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ცვლილებაზე არის ჩემი ხელმოწერა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიღებ გადაწყვეტილებას შენობაში ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ არა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში