დავით ბერძენიშვილი ივანიშვილ-ღარიბაშვილის თანამოაზრეებს ხროვად და უვიცებად მოიხსენიებს

480
წაკითხვა
IMG.GE

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი, სამთავრობო ცვლილებებს აფასებს და ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემოკრებილ ადამიანებს ხროვას უწოდებს, ხოლო, ღარიბაშვილის თანამოაზრეებს ბნელებად და  უვიცებად მოიხსენიებს. ის ასევე ამბობს, რომ არსებულ პოლიტიკურ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილი ომს წააგებს და სამაგალითოდ დაისჯება.

“ესაა უკვე ღია ანტიდემოკრატიული , ანტიდასავლური განაცხადი. ღარიბაშვილი ბნელი, უვიცი, საპატრიარქოსთან გადაფსკვნილი , არსებითად პრორუსი სავკების ორიენტირია.

გახარია რუსული აღზრდის და მენტალობის ჯალათია, რომელმაც გავრილოვის და მისი დამხვედრების უტიფრობის გამპროტესტებლები დაასახიჩრა და დააპატიმრა.

ბიძინა მოსკოვის იმედად ებღაუჭება ძალაუფლებას. საზოგადოებასთან – რუსთაველის ეპიცენტრთან, პროდასავლურ პოლიტიკურ სივრცესთან( დემოკრატიულთანაც და ნაკლებად დემოკრატიულთანაც), მედიასთან, არასამთავრობოებთან, დასავლური ყაიდის ბიზნესთან, უამრავ მოქალაქესთან ომს ბიძინა წააგებს და სამაგალითოდ დაისჯება.

ერთ მხარეს ქვეყნის სტაგნაციიდან ჩრდილოეთისკენ გამხედავი ბიძინაა მისი უღირსებო ხროვით, მეორე მხარეს კი ქართული საზოგადოება. ერთ მხარეს უფერული, აგრესიული ერთფეროვნებაა, მეორე მხარეს კი – მრავალფეროვანი, პლურალისტური საქართველოა. 

ასეა ამჟამად და არა სხვანაირად – ბუჩქები და სირაქლემა, “იმასთან არ დავდგები წამოკნავლება” უკვე აშკარად უნიათობა, უპასუხისმგებლობა, მეტიჩრობა და სიმხდალეა.

მშიშრები არ ქმნიან ისტორიას, ისინი პროგრესის არა შემოქმედნი, არამედ მომხმარებლები არიან ხოლმე. ვინც ვერ/არ დაინახავს საკუთარ ადგილს ბიძინას მრავალფეროვან, მრავალპოლუსიან ალტერნატივაში, ის ბიძინას უსახური თანამგზავრია!” – წერს დავით ბერძენიშვლი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში