5 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

631
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ვერძი – ის, რაც თქვენ გარშემო ხდება მხიარულებისა და გართობის შესაძლებლობას მოგცემთ. რთულ საკითხებსაც კი მარტივად მოაგვარებთ. მთავარია, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხოთ.

კურო – ადამიანი მრავალმხრივია და თუ ვინმეს კონკრეტული ქცევა ნერვებს გიშლით, მის სხვა თვისებებზე გაამახვილეთ ყურადღება. შეიძლება სწორედ ამ ადამიანის დახმარებით შეძლოთ სასურველის მიღწევა. ასე, რომ ნუ გაიფუჭებთ მასთან დამოკიდებულებას.

ტყუპი – კოლეგებისა და მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. გააუმჯობესეთ მათთან ურთიერთობა და დახმარებაც სთხოვეთ. ზოგიერთი ძველი კამათის აღმოფხვრასაც კი შეძლებს.

კირჩხიბი – მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნო მოვლენებით აღსავსე დღე გელით, ზარმაცობა არ გეპატიებათ და არც ფულის ფლანგვა. დღეს და უახლოს მომავალში მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ.

ლომი – ახალი და საინტერესო შესაძლებლობების დღეა. ჩამოყალიბდით იმ ძირითად საქმეებზე, რომლებიც უნდა განახორციელოთ. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად. შეგიძლიათ ოჯახური წვეულებაც კი მოაწყოთ.

ქალწული – გეგმების განხორციელებაში შეიძლება ბოლო მომენტში ვიღაცამ შეგიშალოთ ხელი. არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. გულწრფელად, მაგრამ თავშეკავებულად ილაპარაკეთ იმ თემაზე, რაც გაწუხებთ.

სასწორი – ადამიანი, რომელთანაც აზრთა სხვადასხვაობის გამო ხშირად კამათობდით, დღეს სამყაროს თქვენი თვალით შეხედავს. გაერთიანებულებმა კი შეიძლება საერთო საქმეებიც კი დაიწყოთ.

მორიელი – თუ გგონიათ, რომ არავინ გაფასებთ და თქვენი შრომა მეტ შექებას იმსახურებს, თამამად გამოთქვით პრეტენზია. მოითხოვეთ დაწინაურება. შეახსენეთ გარშემო მყოფებს ის მშვენიერი იდეები, რომელთა განხორციელებითაც მათ წარმატებას მიაღწიეს.

მშვილდოსანი – ნუ გაბრაზდებით, თუ თქვენს იდეებს არ აიტაცებენ და არც ახალი საქმეების შესრულებაში დაგეხმარებათ ვინმე. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და თუ ხვდებთ, რომ მარტოს გაგიჭირდებათ, სასურველ დროს დაელოდეთ.

თხის რქა – მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. მაგრამ საქმეებისგან პერიოდულად დაისვენთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. იყავით მეტად გაწონასწორებული.

მერწყული – უამრავი იდეა გაქვთ განსახორციელებელი და უამრავი საქმე მოსაგვარებელი, მაგრამ აკეთეთ ის საქმე, რომელიც კარგად იცით. არ გასცეთ დაპირებები.

თევზები – ჯანსაღი ამბიციებით აღიჭურვეთ და იბრძოლეთ სასურველის მისაღებად. დღეს ბევრ ადამიანს მოუნდება თქვენთან კონტაქტი. თუმცა, ეცადეთ, პრიორიტეტი ოჯახსა და მეგობრებს მიანჭოთ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE