სერგეი გავრილოვის კავშირები საქართველოსთან (ვიდეო)

363
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კავკასიოლოგ მამუკა არეშიძის ინფორმაციით, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის მშობლები საქართველოდან, კერძოდ წალკის რაიონიდან არიან, ის წარმოშობით ბერძენია და მისი ნამდვილი გვარია გავრილიადი, რომელიც შემდგომში გავრილოვად გადაკეთდა.

“ეს ადამიანი სერიოზული და კულუარული ფიგურაა რუსულ ისტებლიშმენტში, წოდებით თადარიგის გენერალია და ძალიან გავლენიანი. როდესაც ვნახე ის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არ გამკვირვებია, იმდენად სერიოზული ფიგურაა მისი მფარველი. გავრილოვი პაიკად იქნა გამოყენებული, მაგრამ მან იცოდა რასაც აკეთებდა, გამორიცხულია საქართველოში მას არ ჰყოლოდა დამხმარეები, რომლებიც ამ პროვოკაციას განახორციელებდნენ, ჩემი ღრმა რწმენით ეს ასეა” – განაცხადა მამუკა არეშიძემ “ობიექტივი”ს ეთერში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE