6 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

892
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ვერძი – სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. საყვარელ ადამიანთან ერთად შეადგინეთ რომანტიკული უქმეების გეგმა.

კურო – თუ საკუთარ თავზე აიღებთ წვეულების მოწყობას, ყველაფერი იდეალურად ჩაივლის. კარგი დღეა ახალი პროექტების განსახორცილებლადაც.

ტყუპი – ზედმეტად მგრძნობიარე ხართ კრიტიკისადმი. შეიძლება მნიშვნელოვანი რჩევა მიიღოთ. კომფორტისა და მზრუნველობისთვის ოჯახის წევრებს მიმართეთ.

კირჩხიბი – უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი. სასურველია, დღესვე დაასრულოთ ყველაფერი, უქმეები ოჯახთან ერთად რომ გაატაროთ. დაკვირვებული იყავით დეტალებისადმი.

ლომი – რაც უფრო მიზნამიმართული და დაკვირვებული იქნებით, მით უკეთესია თქვენი საქმეებისთვის. საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. და მათზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.

ქალწული – საეჭვო საქმეები და სიტუაციები ჩამოგშორდებათ და მშვიდად შეძლებთ მუშაობას. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ადამიანებს.

სასწორი – ადამიანს თუ უსიამოვნო ამბები უნდა უთხრათ, ეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად დელიკატური. ეცადეთ, ერთად გაანალიზოთ სიტუაცია და როგორ მოიქცეთ მომავალში.

მორიელი – აჩქარებით ყველაფერს გააფუჭებთ. მშვიდად აუხსენით ადამიანებს, ვინ რა უნდა გააკეთოს და როგორ. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

მშვილდოსანი – ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ. მოიცილეთ ყველა ის ადამიანი, ვინც საქმეების მოგვარებაში ხელს და ნერვებსაც გიშლით. რომანტიკული საღამო დაგეგმეთ.

თხის რქა – რაც უფრო ბეჯითი იქნებით, მით კარგ შედეგს მიაღწევთ. ეცადეთ, კომპეტენტურ ადამიანებთან იკონტაქტოთ. კარგი დღეა სიახლეების დასანერგავად. ჩამოწერეთ მომდევნო კვირის გეგმა.

მერწყული – დღეს ყველამ თითქოს პირი შეკრა და თქვენს ნერვებზე გადაწყვიტეს თამაში. არავის არ აჰყვეთ. მაქსიმალურად მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე და ხშირად გადით სუფთა ჰაერზე.

თევზები – ზოგჯერ ადამიანებს უნდა დაშორდეთ, რომ შორიდან უკეთ დაინახოთ მთლიანობაში. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი პრობლემების მოგვარებას.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE