7 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

574
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ვერძი – ყურადღება გმართებთ ახლობლების მიმართ. დაურეკეთ და მოიკითხეთ ისინი. ყველა უსიამოვნება მოგვარდება და მშვიდად შეხვდებით საღამოს.

კურო – მთაზე ასვლას მუდამ ახლავს დაბრკოლებები, მაგრამ მთის წვერზე როცა მოექცევით, წარმატება ყველა სირთულეს დაგავიწყებთ. იბრძოლეთ!

ტყუპი – რომანტიკული მოვლენებით აღსავსე დღე გელით. საყვარელ ადამიანს ან საჩუქარი მოუმზადეთ, ან – რომანტიკული საღამო.

კირჩხიბი – გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მათი დახმარებით ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. ყური დაუგდეთ ინტუიციას.

ლომი – ერთდროულად რამდენიმე საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. რატომ გადარდებთ რას ფიქრობს ხალხი?.. ის აკეთეთ რაც თქვენთვისაა კარგი. სიფრთხილე გმართებთ ფულთან.

ქალწული – ახლობლებთან რთულ საკითხებზე საუბარს მოერიდეთ. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, გამოცდილების მისაღებად.

სასწორი – რაც უფრო აქტიური და გიჟური იქნებით, მით საინტერესო ცხოვრება გელით. რუტინაც კი უნდა გაახალისოთ.

მორიელი – თქვენთვის საინტერესი ადამიანის საიდუმლო გამჟღავნდება და ის, რასაც მოისმენთ ყველაფერს შეგიცვლით. მაქსიმალურად თავი შეიკავეთ, რომ სკანდალში არ გაეხვიოთ.

მშვილდოსანი – დღეს მიიღებთ იმ დაფასებას და აღიარებას, რასაც ელოდით. თანამშრომლობა შეიძლება ყველაზე უჩვეულო ადამიანმა შემოგთავაზოთ.

თხის რქა – ადამიანი, რომელთანაც თანამშრომლობას ან თანაცხოვრებას აპირებთ, უკეთ უნდა გაიცნოთ. მომავალში გაუთვალისწინებელი სიტუაციის გამო რომ არ ინერვიულოთ.

მერწყული – ყველა ძველი საქმის და ვალდებულების გვერდზე მიყრა და სიახლეები გსურთ. თვენმა შემართებამ შეიძლება გარშემო მყოფებიც დააინტერესოს და ერთად კარგი პროექტი გააკეთოთ.

თევზები – ანალიტიკური შესაძლებლობები გამოიყენეთ მსხვილი საყიდლების დროს, ფინანური საქმეების მოგვარებისას. სიყვარულს კი დამტკიცება და ფაქტები არ სჭირდება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE