დაშლილ-არმოშლილებმა 2 იაფფასიანი ტაქტიკა დაგვანახეს

508
წაკითხვა
IMG.GE

გია აბაშიძე – ანალიტიკოსი


6 სექტემბერს, ნაცებისა და ევრონაცების მიერ  საცირკო წარმოდგენებზე დაშლილ-არმოშლილებმა 2 იაფფასიანი ტაქტიკა დაგვანახეს:  ნაცმოძი პარლამენტის დარბაზიდან გაიქცა, ევრონაცები კი გამოსვლას უზღუდავდნენ პრემიერობის კანდიდატს, უთიშავდნენ მიკროფონს.

რთულია მწარე სიმართლის მოსმენა. რომ ჰკითხო პლურალიზმის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მედროშეები არიან და გამოსწორდნენ. რაც, ცხადია, ფეიკია.

ერთ-ერთი სახალისო იყო ევრონაცების პარლამენტარის, ირმა ნადირაშვილისადმი (‘ნურსა’, რ2-ში მუშაობისას შეარქვეს) გახარიას მიერ გადაცემული ტყვია, რომელსაც აწერია “არალეტალური”. ამით პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტარი ნადირაშვილი ტყუილში დაადანაშაულა და თქვა, რომ 20 ივნისს არ გამოუყენებიათ ტყვიები, რომლებსაც “ნაკლებადლეტალური” ეწერა.

საინტერესოდ, ზუსტად დღეს, გახარიას ნაცების ფრაქციებში ყოფნისას, ხაზარაძის ადვოკატმა გადაწყვიტა გაეცოცხლებინა 6 თვის წინანდელი ‘წერილისა თუ სიხარულის’ თემა, რაზეც გახარიამ დასცინა.

„ამ წერილის ექსპერტიზაზე გაგზავნის შემდეგ გავიდა 6 თვე. მამუკა ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, რომ ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიოს. მადლობა“, – თქვა პრემიერობის კანდიდატმა. დაველოდოთ ხაზარაძის შერლოკის საბოლოო პასუხს.

ჰო, რაც მთავარია, საღამოს, დაშლილ-არმოშლილმა ნაცებმა პარლამენტის წინ ეს ყველაფერი საკუთარი “დიადი გამარჯვების” spin-ით ამცნეს იქ შეკრებილ “მასშტაბური” საპროტესტო აქციის მონაწილეთ.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში