ტრიბუნასთან იდგა ძლიერი პრემიერობის კანდიდატი, ხოლო მეორე მხარეს მატყუარა, მშიშარა და დიქტატორი ოპოზიციონერები

820
წაკითხვა
IMG.GE

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია 6 სექტემბერს, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

“რა მოხდა? ალბათ ის, რასაც ყველანი ველოდით. ტრიბუნასთან იდგა ძლიერი, გაწონასწორებული, ყველაფერზე პასუხის გამცემი პრემიერობის კანდიდატი, ხოლო მეორე მხარეს კი ისხდნენ მატყუარა, მშიშარა და დიქტატორი ოპოზიციონერები.

რატომ მატყუარა? – ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაკო გომურის ტკივილი გამოიყენეს სატინგიცოდ და საკმაოდ შორს მყოფი გოგონა მონათლეს ისე, თითქოს მას არავინ უშვებდა დარბაზში. მეორეც იმიტომ, რომ ნადირაშვილს გახარიამ პირდაპირ ეთერში აჩვენა ტყვია, რომელზეც ეწერა რომ არ იყო ლეტალური, რაზეც ნაცები გამუდმებით პირიქით ამტკიცებდნენ.

რატომ მშიშარა? – იმიტომ, რომ გახარიას პასუხების შეეშინდათ და დატოვეს დარბაზი.

რატომ დიქტატორი? იმიტომ, რომ გახარიას არ აძლევდნენ პასუხების გაცემის საშუალებას.

დასკვნა: ოპოზიციონრების შოუ, გახარიამ გადააქცია მათი კიდევ ერთხელ მხილების დღედ” – წერს ირაკლი ლატარია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში