ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლა ფიზიკური ძალადობით ვეღარ მოხდება – გიორგი გახარია

117
წაკითხვა
IMG.GE

 „ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლა ფიზიკური ძალადობით ვეღარ მოხდება – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან 20 ივნისთან დაკავშირებით.

„ვერავინ ვერ გაუჩენს კომპლექსს პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფოს, რომ სახელმწიფომ თავისი ინსტიტუტები უნდა დაიცვას ფიზიკური ძალადობისგან.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლა ფიზიკური ძალადობით ვეღარ მოხდება. ამისთვის, არსებობს არჩევნები, ამისთვის არსებობს პარლამენტი და ამისთვის არსებობს მიკროფონი, რომელსაც იმედია რომ ამ შენობაში მაინც აღარ გამორთავენ,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში