მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი – ირაკლი ღარიბაშვილი

64
წაკითხვა
IMG.GE

ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ეს არის ძალიან საამაყო და არ არსებობს იმაზე დიდი მისია, ვიდრე არის ის რომ ემსახურო შენს ქვეყანას, შენს სამშობლოს და შენს ჯარს.” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მიერ, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ.

“მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი ვიქნები, მე მივდივარ ძალიან მაღალი მოტივაციით და ვაცხადებ რომ მე ვიქნები აბსოლუტურად მობილიზებული მთელი ჩემი ენერგიით, მთელი ჩემი გამოცდილებით და ბოლომდე დავიხარჯები რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ჯარი გახდეს იმაზე უფრო ძლიერი ვიდრე არის დღეს.

მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩვენი თავდაცვის ძალები გახდეს ერთი მთლიანი ორგანიზმი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ჩვენი ჯარის აღმშენებლობა, მათზე ზრუნვა, უკეთესი პირობები მათთვის, უკეთესი სოციალური პირობები და რაც მთავარია, მე გავაკეთებ ყველაფერს რომ ჩვენი ჯარის ნაწილები, მათი ინფრასტრუქტურა მოეწყოს ისე, როგორც არის მოწყობილი მთელს მსოფლიოში, ყველაზე საუკეთესო პრაქტიკებს გადმოვიტანთ ჩვენს ჯარში.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში