თემქაზე, ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლი დააკავეს

207
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თემქაზე, 62 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე, თავის ძმის ცოლს – 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს, ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე, მიმდინარეობს აღნიშნული დანაშაულის სხვა შესაძლო დანაშაულებრივი გარემოებების დადგენა და ბრალის დაზუსტება. ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, შემთხვევა 5 სექტემბერს თბილისში, თემქის მე-11  მიკრო-რაიონში მოხდა, სახლში ხანძარი იყო, რა დროსაც მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვნეს. მეზობლების ცნობით, გარდაცვლილს თავის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული და ვრცელდება პირველადი ვერსია, რომ ადგილი ჰქონდა ძარცვას, რომლის შემდეგ ქალი  მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გააჩინეს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...