ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ამ ქვეყნიდან გაქრა ყველა ნაცი – დავით ზურაბიშვილი

365
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

დავით ზურაბიშვილი – რესპუბლიკური პარტია


“რა მაინტერესებს და ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ამ ქვეყნიდან გაქრა ყველა ნაცი. აი, სერიალ leftover-ში როგორცაა. იყო და არა იყო რა: აღარც ნაცმოძრაობაა, აღარც ევროპული საქართველო და აღარც არავინ. მიშაც კი გამქრალა კიევში, გვარამიაც თავისი ტელეჟურნალისტებით და მათ მიჰყოლია ნაცმოძრაობის უკლებლივ ყველა მომხრე. თუ ვინმეს მაინც ეცოტავება, ღარიბაშვილის ხათრით შემიძლია გირჩიც გავაქრო, ჩემი რა მიდის რო?

წარმოიდგინეთ ხომ ესეგვარი ვითარება? ჰოდა ნეტა არის ვინმე ამ ქვეყანაში, ვისაც ჰგონია, რომ ამის შემდეგ ქართული ოცნების მმართველობა ზუსტად ისეთივე არ იქნება, როგორიც ახლაა? უფრო დაბრძენდება ეს ხალხი, უფრო გაკომპეტენტურდება, უფრო გატოლერანტდება, უფრო გაპატიოსნდება თუ რა? ტენდერებში გამარჯვებულებს აღარ ჩაუჯდებიან წილში, პრემიებს და დანამატებს აღარ გამოიწერენ, ბიძაშვილ-მამიდაშვილებს და ძმაკაც-დაქალებს აღარ მოაწყობენ საჯარო სამსახურებში და ივანიშვილის ნაცვლად ამომრჩეველზე და ქვეყნის ინტერესებზე იქნებიან ორიენტირებული?

თუ იმის იმედი აქვს ვინმეს, რომ ამ შემთხვევაში თავად ბატონი ბიძინა გახდება სხვანაირი და აღარ იქნება ისეთი როგორიც ახლაა? ანუ ქვეყნის მართვაზე ხელს აიღებს და დენდროლოგიით დაკავდება ან კორუმპირებული უვიცების ნაცვლად სულ დიმიტრი გელოვანებს შეარჩევს თანამდებობებზე? არის ვინმე, ვინც არც შტერია, არც თავს არ იშტერებს და ალალად ასე ფიქრობს? – კი მესმის, რომ ყველა კითხვა რიტორიკულია, მაგრამ…

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE