ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს უნდა ესაუბრა რუსეთთან – ამერიკის ყოფილი ელჩი

166
წაკითხვა
IMG.GE

ჯონ ტეფტი – აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში


„ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს უნდა ესაუბრა რუსეთთან – საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, როგორ გადაწყვეტს ამის გაკეთებას. როდესაც აქ ელჩი ვიყავი, ეს დაემთხვა 2008 წლის ომსაც, ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს უნდა ესაუბრა რუსეთთან. რუსეთი საქართველოს სამართლიანად არ მოექცა, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

ეს უნდა მოხდეს, მაგრამ რუსეთში ზოგ ადამიანს ამის გაკეთება არ სურს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის როლი უნდა იყოს საქართველოს დახმარებაში, რომ ის რუსეთთან და სხვა მეზობლებთან თანაბარ და სამართლიან ბაზისზე იყოს და არა – საფრთხისა და შიშის ურთიერთობაში. რაც შეეხება პირდაპირ დიალოგს, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, როგორ გადაწყვეტენ ამის გაკეთებას”,

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში