ირაკლი ოქრუაშვილი TV პირველის წინააღმდეგ

516
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი TV “პირველი”-ს მიერ, მის იგნორირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე მომზადებულ სიუჟეტებში არცერთხელ არ არის ნახსენები მისი გვარი. ოქრუაშვილი ასევე ხაზს უსვამს, რომ ტელევიზია ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისგან ილია ჭავჭავაძის შექმნას ცდილობს.

“ტვ პირველი!!! ის რომ ხაზარაძისგან ახალი ილია ჭავჭავაძის გაკეთებას ცდილობთ, თქვენი გემოვნების და ინტერესის საკითხია, მაგრამ 20 ივნისის ღამის გამო დაკავებულებზე და ხელისუფლების რეპრესიებზე გაკეთებულ სიუჟეტებში ( ასეთი უკვე ათამდე გქონდათ) ერთხელ,ზრდილობის გამო მაინც მახსენეთ. აქ ნარკოტიკების რეალიზაციის ან ყაჩაღობის გამო კი არ ვზივარ?!” – წერია პოსტში, რომელიც ოქრუაშვილის ფეისბუქზე გავრცელდა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE