ნატოში შესვლა მოხდება ორ ეტაპად, ასე რომ ცივი გონებით გვმართებს ამ საკითხისადმი მიდგომა

465
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გიორგი ლაღიძე – პარტია “მომავალი საქართველო”-ს თავმჯდომარე”


“რასმუსენის განცხადება შემდეგნაირად გავიგე და ასეც არის – ნატოში შედის მთელი საქართველო! მე-5 მუხლი, რომელიც გულისხმობს კოლექტიურ თავდაცვას, დროებით არ გავრცელდება რუსების ოკუპირებულ სამხრეთ-ოსეთზე და აფხაზეთზე, სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ვფუქრობ, უფრო ეფექტური გახდება ჩვენი მშვიდობიანი მოლაპარაკებები აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დასაბრუნებლად!

ესეიგი: ნატო ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ნატოში შესვლა მოხდება ორ ეტაპად, ჯერ ნატოს თავდაცვითი ,,ქოლგა,, დაფარავს არაოკუპირებულ საქართველოს, ხოლო შემდეგ ოკუპირებულს, როგორც გერმანია შევიდა თავის დროზე. ეს არის ის, რაც  გაჟღერდა კონფერენციაზე, ასე რომ ცივი გონებით გვმართებს ამ საკითხისადმი მიდგომა და გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ საღი აზრით.

დავფიქრდეთ, რა სჯობს, დაუცველი საქართველო, რომელიც მეზობლების საჯიჯგნია გამხდარი და მტაცებელივით გვტაცებენ ტერიტორიებს, თუ  გაწევრიანება უძლიერეს სამხედრო ალიანსში, რომელიც საქართველოს სტაბილურ და უსაფრთხო მომავალს უზრუნველყობს, რაც ასევე ეკონომიკური აღმავლობის გარანტიაა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...