ეს ლაპარაკი წლები გაგრძელდება და ამ წლების განმავლობაში ფაქტობრივად გვაღიარებინებენ, რომ სოხუმი და ცხინვალი არ არის საქართველო

161
წაკითხვა
IMG.GE

ირმა ინაშვილი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი


“რეზონანსს” და სხვებს ვეხმაურები, რომლებიც გუშინდელ კონფერენციაზე “ჩემს გააქტიურებას” ნატოში გაწევრიანების თემასთან აკავშირებენ!

ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ნატო-ში გაწევრიანება აქტიურია 20 წელიწადი და ეს აქტიურობა ლაყბობის მეტი არაფერია და ამ აქტიური ლაყბობის პროცესში ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ ახალ ტერიტორიებს. დღეს კი, ახალ ხაფანგს და დიდ ღალატს გვთავაზობენ: იწყებენ ლაპარაკს იმის შესახებ, რომ საქართველო სოხუმისა და ცხინვალის გარეშე უნდა შევიდეს ნატო-ში.

სინამდვილეში, ეს ლაპარაკი წლები გაგრძელდება და ამ წლების განმავლობაში ფაქტობრივად გვაღიარებინებენ, რომ სოხუმი და ცხინვალი არ არის საქართველო და ბოლოს, მაინც არსად არ მიგვიღებენ. საბოლოო ჯამში კი, ახალ ომში გაგვხვევენ. თუ ნატოში ჩვენი მიღება უნდა, თუნდაც სოხუმისა და ცხინვალის გარეშე, რად უნდა ამას დისკუსია? მიგვიღონ ხვალვე, ერთ თვეში, ორ თვეში.

უფრო მეტიც, ამერიკას ისრაელთან აქვს ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ ამერიკა ამერიკული არმიით დაიცავს ისრაელს. დაგვიდონ ასეთი ხელშეკრულება, რატომ არ გვიდებენ? ეს ყველაფერი არის დიდი ტყუილი და დიდი ღალატი. ბოკერიამ და სააკაშვილმა უკვე ჩააბარეს კოდორი და ახალგორი და ახლა ახალ ღალატს ამზადებენ.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში