12 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

709
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ვერძი – უფროსმა შეიძლება მნიშვნელოვანი პროექტი ჩაგაბაროთ. ხარისხიანად შეასრულეთ დავალება. საღამოს და თავისუფალ დროს აკეთეთ ის, რაც მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ.

კურო – უფროს კოლეგებთან და მეგობრებთან კონტაქტი სასურველ შედეგს გამოიღებს. ყველა ინსტრუმენტი გაქვთ ხელში, რომ საქმეებს საუკეთესოდ გაართვათ თავი.

ტყუპი – სერიოზული საქმეების მოგვარებაც კი საჭიროებს ღიმილსა და იუმორის გამოვლენას. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. ახალი აღმოჩენებისთვის.

კირჩხიბი – დღეს განმარტოება და საკუთარ ფიქრებში ჩაძირვა მოგინდებათ. სასურველია, იმ წარმატებებზეც დაფიქრდეთ, რისი მიღწევაც გსურთ და ისიც გაანალიზეთ, რამ შეიძლება მიგიყვანოთ გამარჯვებისკენ.

ლომი – კეთილშობილი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. ვერავინ შეგიშლით ხელს სასურველის მიღწევაში. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საქმეების მოგვარებას. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.

ქალწული – მოსაწყენად არ გეცლებათ. უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. საღამოს კი მეგობრებთან ერთად უნდა იმხიარულოთ. მოდუნდით და დატკბით ცხოვრებით.

სასწორი – ნურავის გაეჯიბრებით. აკეთეთ ის საქმე, რაც კარგად გამოგდით და გსიამოვნებთ. უმჯობესია, კონკურენტს გაერთიანება შესთავაზოთ, რომ ერთად განახორიელოთ იდეები.

მორიელი – მაქსიმალურად მომთმენი უნდა იყოთ, როგორც ბავშვების, ასევე უფროსების მიმართ. მშვიდად აუხსენით გარშემო მყოფებს თქვენი მოთხოვნები. საღამო მეგობრულ, მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი – რაც უფრო ადრე შეუდგებით საქმეების მოგვარებას მით უკეთესია თქვენთვის. საღამოს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მხიარულებაში აგიყოლიებთ.

თხის რქა – მოიხსენით ვარდისფერი სათვალე და მოვლენებსა და ადამიანებს რეალურად შეხედეთ. მეტი დრო დაუთმეთ სურვილების განხორციელებას. დაფიქრდით, როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველს მარტივი გზებით.

მერწყული – დღეს ზეაქტიური ხართ. უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და ახალგაცნობილებთან გელით აქტიური კონტაქტი. ძალიან დაგაინტერესებთ ჭორები და მოარული ხმები.

თევზები – თუ კონკრეტულ ადამიანთან კონტაქტი გძაბავთ, ეცადეთ, დისტანცია დაიჭიროთ. თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ, ჯერ დაფიქრდით, რას შედეგს მოგიტანთ ეს თავგანწირვა თქვენ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE