13 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

636
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ვერძი – ცლილებების დღე გელით, მაგრამ სიახლეების გამო პანიკაში ნუ ჩავარდებით. იყავით მზად, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ.

კურო – დღეს არავინ მოგცემთ მოწყენისა და განმარტოების უფლებას. პოპულარული ხართ და ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდებით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი – ის ადამიანები, რომლებიც ზედმეტად გარიგებენ ჭკუას და გირჩევ, როგორ მოიქცეთ, დიპლომატიურად მოიცილეთ თავიდან. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი ინტერესების დაცვას.

კირჩხიბი – საინტერესო ადამიანების გაცნობა და საინტერესო ადგილების მონახულება გელით. არ გამოაკლდეთ მხიარულ წვეულებებსა და სოციალურ ღონისძიებებს.

ლომი – პროფესიონალებთან, მაგრამ ცოტა უცნაურ ადამიანებთან მოგიწევთ თანამშრომლობა. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, თუ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გსურთ.

ქალწული – ეცადეთ, არ მოუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ. მეტად იყავით ორიენტირებული საკუთარ წარმატებასა და კეთილდღეობაზე.

სასწორი – გვერდზე გადადეთ მოსაწყენი ვალდებულებები და საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მორიელი – გამოასწორეთ შეცდომები საქმეებში, ურთიერთობებში. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. სამსახურის საქმეები დროულად დაასრულეთ, საღამო ოჯახის წევრებთან ერთად რომ გაატაროთ.

მშვილდოსანი – დღეს მოგვარდება რთული საქმეები (გაირკვევა რთული საკითხები), რომელიც გაურკვეველი მიზეზის გამო გაჯანჯლდა და ღამე მშვიდად შეძლებთ დაძინებას.

თხის რქა – მუშაობის პარალელურად საკუთარ თავს ზოგჯერ დასვენების და სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება უნდა მისცეთ. საღამო სასიამოვნო ადამიანების გვერდით გაატარეთ, ვინც პოზიტივით დაგმუხტავთ.

მერწყული – ოჯახის წევრები და კოლეგები შეიძლება უხეშადაც კი ჩაერიონ თქვენს პირად საქმეებში. იყავით მზად პოლმეიკისთვის. დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნებები.

თევზები – შეიძლება ახალგაცნობილთან ისეთი ინტერესები გამოგიჩნდეთ, რომ დამეგობრდეთ და გაერთიანებულებმა განახორციელოთ ახალი იდეები. ამასთანვე, ეცადეთ, რომ მთლად ბრმად არ ენდოთ ადამიანს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...